კულინარია

ბლინები სოუსში

№29

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 30.07

ბლინები სოუსში
დაკოპირებულია

საჭირო ინგრედიენტები: 

🔸 400 გრამი ძროხისა და ღორის ხორცის ფარში

🔸 2 თავი ხახვი, 1 კბილი ნიორი

🔸 1 ცალი სტაფილო

🔸 1 ცალი ბულგარული წიწაკა

🔸 ტომატ-პასტა

🔸 1 კვერცხი, ფქვილი

🔸 პილპილი, ცოტა მარილი, ცხარე წიწაკა

🔸 ოხრახუში.

მომზადების წესი 👩‍🍳

ფქვილით, წყლითა და 1 კვერცხით მოზლეთ მაგარი ცომი. ფარშში შეურიეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, მარილი და პილპილი, ცომისგან გააკეთეთ ჯერ პატარა გუნდები, შემდეგ გააბრტყელეთ ჩვეულებრივი ხინკლის ზომაზე, წაუსვით ფარში და გადაახვიეთ რულეტად. ხახვი დაჭერით ნახევარრგოლებად, სტაფილო გახეხეთ, ბულგარული წიწაკა დაჭერით თხელ ფირფიტებად, შემდეგ – ნახევარრგოლებად. ბოსტნეული მოათავსეთ ტაფაზე, დაუმატეთ ნიორი და მოშუშეთ, დაუმატეთ ტომატ-პასტა, აურიეთ, უყავით მარილი და ცხარე წიწაკა. ჩაალაგეთ ამ სოუსში ბლინები, ჩაშუშეთ დაბალ ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაში. გადმოდგით გაზქურიდან და მოაყარეთ მსხვილად დაჭრილი ოხრახუში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №29

21- 26 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა