კულინარია

ბლინები კვერცხისა და ყველის სატენით

№42

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 31.10, 2021 წელი

ბლინი კვერცხისა და ყველის
სატენით
დაკოპირებულია

გემრიელი ბლინის რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 4 კვე­რცხი

🔸 300 მილილიტრი რძე

🔸 ცოტა მარილი

🔸 1 სადილის კოვზი შაქარი

🔸 1 სადილის კოვზი არაყი

🔸 4 სადილის კოვ­ზი ზეთი

🔸 2 ფირფიტა მდნარი ყველი

🔸 1 კბილი ნიორი

🔸 ნახევარი კონა კამა

🔸 1 სადილის კოვზი მაი­ონეზი

🔸 წითელი ცხარე წიწაკა

🔸 1 ჭიქა ფქვილი.


მომზადების წესი 👩‍🍳

მოხარშეთ 2 კვერცხი. დანარჩენი კი ათქვიფეთ ცოტა მარილთან და შაქართან ერთად. დაუმატეთ არაყი, რძე, ზეთი და აურიეთ, დაუმატეთ ფქვილი და შემდეგ კარგად ათქვიფეთ. გამოაცხვეთ 18 დიამეტრის სიდიდის ბლინები.

ბლინის შიგთავსისთვის წვრილად დაჭერით მოხარშული კვერცხი. დაუმატეთ წვრილად დაკეპილი მწვანილი, შეურიეთ გასრესილი ნიორი, წიწაკა, გახეხილი ყველი, მაიონეზი და კარგად აურიეთ. ბლინებზე კოვზით გადაანაწილეთ შიგთავსი და გადაახვიეთ. ცივიც ძალიან გემრიელია.

გემრიელად მიირთვით!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

2-8 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა