კულინარია

ბლინები ხორცით

№12

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 28.03

ბლინები ხორცით
დაკოპირებულია

გემრიელი ხორცის ბლინების რეცეპტი „თბილისელებისგან“ 👇

საჭირო ინგრედიენტები:

ბლინები – 300 გრამი ფქვილი, 500 მილილიტრი ღია ფერის ლუდი, 1 სადილის კოვზი არაჟანი, ნახევარი ჩაის კოვზი შაქარი, ნახევარი ჩაის კოვზი მარილი, ნახევარი ჩაის კოვზი სოდა, 2 კვერცხი, 2 სადილის კოვზი ზეთი.

შიგთავსი – 400 გრამი საქონლის ხორცის ფარში, 1 თავი ხახვი, მარილი – გემოვნებით, 4 სადილის კოვზი საფანელი, 2 კვერცხი, ზეთი.

მომზადების წესი 👩‍🍳

ჯერ მოამზადეთ ბლინების ცომი, ლუდით მომზადებული გაცილებით ჰაეროვანია. მზა ცომი გააჩერეთ 30 წუთი მაინც. გამოაცხვეთ თხელი ბლინები – 10-12 ცალი უნდა გამოვიდეს.

ფარში მოშუშეთ ზეთიან ტაფაზე, წვრილად დაჭრილ ხახვთან ერთად. უყავით მარილი და პილპილი.

ბლინებს სათითაოდ დაადეთ კოვზით ხორცი და გადაახვიეთ. თასში ათქვიფეთ კვერცხი, მეორე თეფშზე დაყარეთ საფანელი, ბლინები ჯერ ამოავლეთ ათქვეფილ კვერცხში, შემდეგ – საფანელში და შეწვით ტაფაზე ყველა მხრიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი