კულინარია

ბლინები კარამელიზებული ატმით

№33

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 25.08

ბლინები ატმით
დაკოპირებულია

საჭირო ინგრედიენტები: 

🔸 8 ცალი ატამი

🔸 70 გრამი შაქარი

🔸 100 მილილიტრი წითელი მოცხარის ლიქიორი

🔸 1,5 ჭიქა რძე

🔸 125 გრამი ფქვილი

🔸 75 გრამი კარაქი

🔸 2 კვერცხი

🔸 200 მილილიტრი წითელი

🔸 მშრალი ღვინო

🔸 მწიკვი მარილი და ვანილის ჩხირი, ზეთი.

მომზადების წესი 👩‍🍳

ფქვილი გაცერით მწიკვ მარილთან ერთად, გააკეთეთ ჩაღრმავება ცენტრში და ჩაახალეთ კვერცხი, თანდათანობით დაუმატეთ რძე და გააკეთეთ თხელი ცომი. გაადნეთ 25 გრამი კარაქი, დაუმატეთ ცომს და აურიეთ. ტაფა გაახურეთ, წაუსვით ცოტა ზეთი და გამოაცხვეთ ბლინები. ატამი გათალეთ და ამოაცალეთ კურკა, რბილობი დაჭერით. ღრმა ტაფაში გაადნეთ 25 გრამი კარაქი და შეწვით ატმის ნაჭრები, 2-3 წუთის განმავლობაში. დაუმატეთ 25 გრამი შაქარი, ლიქიორი და ღვინო. ვანილის ჩხირი გაჭერით სიგანაზე, ამოაცალეთ გული და დაუმატეთ ატმის მასას. ადუღეთ ატმის მასა დაბალ ცეცხლზე 20 წუთის განმავლობაში. ლითონის ფირფიტას წაუსვით ცოტა ზეთი, გამომცხვარი ბლინების ნახევარზე გაანაწილეთ ატამი, გადააფარეთ ბლინის მეორე ნახევარი და გადაიტანეთ ლითონის ფირფიტაზე, ზემოდან დაალაგეთ დარჩენილი კარაქის ნაჭრები და მოაყარეთ დარჩენილი შაქარი. გამოაცხვეთ 220 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, 3-4 წუთის განმავლობაში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

9-16 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა