კულინარია

ბლინები ძეხვითა და ყველით

№37

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 24.09

ბლინები ძეხვით
დაკოპირებულია

ძეხვის და ყველის ბლინების რეცეპტი "თბილისელებისგან"👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 60 გრამი ფქვილი

🔸 1 ცალი ყაბაყი

🔸 1 თავი ხახვი

🔸 1 კვერცხი

🔸 მარილი

🔸 100 მილილიტრი რძე

🔸1 სადილის კოვზი ზეთი

🔸 50 გრამი მაღალი ხარისხის ძეხვი

🔸 50 გრამი მაგარი ყველი

🔸 ოხრახუში.

მომზადების წესი 👩‍🍳

გახეხეთ ხახვი და ყაბაყი, დაწურეთ თუშფალანგზე. გადაიტანეთ თასში, შეურიეთ მარილი და კვერცხი. დაუმატეთ რძე, შეურიეთ ფქვილი, ზეთი და კარგად აურიეთ. ცომი უნდა იყოს ბლინის ცომზე ოდნავ სქელი. ძეხვი და ყველი გახეხეთ, მწვანილი კი წვრილად დაჭერით და ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში შეურიეთ. ტაფას წაუსვით ზეთი, შეწვით მასზე ბლინები ორივე მხრიდან. გადმოიღეთ ლანგარზე, შუაში მოათავსეთ შიგთავსი და შეკარით ბლინი კონვერტივით. შემდეგ ეს კონვერტები სულ ორი წუთით დააწყვეთ ცხელ, ზეთიან ტაფაზე და მზად არის, ამ ინგრედიენტებით 3 ცალი ბლინი უნდა გამოგივიდეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №51

16-22 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა