ბლინები ალუბლით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 02.04, 2023 წელი
გემრიელი ბლინების რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇
საჭირო ინგრედიენტები:
ცომი – 180 გრამი ფქვილი, 3 კვერცხი, 300 მილილიტრი რძე, 100 მილილიტრი წყალი, 1 ჩაის კოვზი შაქარი, ნახევარი ჩაის კოვზი მარილი, 25 გრამი კარაქი, 1 სადილის კოვზი ზეთი. სოუსი – 200 გრამი ალუბალი, 1 ჩაის კოვზი სახამებელი, 2 სადილის კოვზი არაჟანი, 4 სადილის კოვზი წყალი, შაქარი – გემოვნებით.
მომზადების წესი 👩🍳
ალუბალს გამოაცალეთ კურკა და მოათავსეთ ცეცხლგამძლე ჭურჭელში, მოაყარეთ შაქარი, დადგით დაბალ ცეცხლზე და დაასხით 2 სადილის კოვზი წყალი. ადუღეთ ნელი მორევით, რომ წვენი შესქელდეს. ცალკე 2 სადილის კოვზ ცივ წყალში გახსენით სახამებელი და შემდეგ ჩაასხით ალუბლის სოუსში, ნელა აურიეთ და წამოადუღეთ. გადაიტანეთ საწურზე, დადეთ თასზე, რომ დაიწუროს. მიღებულ წვენში შეურიეთ არაჟანი.
მოამზადეთ ბლინის ცომი, გამოაცხვეთ თხელი ბლინები ზეთწასმულ ტაფაზე. თითოეული ბლინის შუაში ერთ რიგად დაალაგეთ ალუბლები და გადაახვიეთ. ბლინები დააწყვეთ ერთად და მოასხით არაჟნიანი სოუსი.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან