ბარდის წვნიანი პრასით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 19.08, 2021 წელი
დღეს „თბილისელები“ გასწავლით, როგორ მოამზადოთ უგემრიელესი ბარდის წვნიანი პრასით.
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 500 გრამი ხმელი ბარდა
🔸 2 თავი წვრილად დაჭრილი ხახვი, 6 ღერი წვრილად დაჭრილი პრასი, 1 კონა ქინძი, 3 კბილი დანაყილი ნიორი
🔸 მარილი და პილპილი - გემოვნებით, ზეთი მოსაშუშად.
მომზადების წესი 👩🍳
ბარდას დაასხით წყალი და 2 საათი გააჩერეთ, შემდეგ გადაწურეთ და მოხარშეთ. როცა დარბილდება, ჩაუმატეთ ცხიმში მოშუშული პრასი და ხახვი. წვნიანი ბლენდერით ათქვიფეთ, სასურველი კონსისტენციის მისაღებად, საჭიროებისამებრ, დაუმატეთ წყალი, შემდეგ, ჩააბრუნეთ ქვაბში, დაუმატეთ მარილი, პილპილი და კიდევ ერთხელ წამოადუღეთ. ბოლოს, მოაყარეთ ქინძი და ნიორი
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





