კულინარია
ბანანის დესერტი თხილით
№3
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 10.10, 2021 წელი

„თბილისელები“ გასწავლით, როგორ მოამზადოთ უგემრიელესი ბანანის დესერტი თხილით.
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 2 ბანანი, 12 ცალი თხილი
🔸 3 ჭიქა რძე
🔸 3 სუფრის კოვზი შაქარი
🔸 2 სუფრის კოვზი სიმინდის სახამებელი
🔸 1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი, 1 კვერცხი.
მომზადების წესი 👩🍳
თხილი მოხალეთ ტაფაზე, გააგრილეთ და დაჭერით წვრილად. ქვაბში აურიეთ სიმინდის სახამებელი, ვანილი და შაქარი. დაამატეთ კვერცხის გული და რძე. კარგად მოურიეთ და დადგით ცეცხლზე. ურიეთ, სანამ კრემისებრ მასას არ მიიღებთ.
დაჭერით ბანანი წვრილად, გადაანაწილეთ ჭიქებში და მოასხით მზა კრემი. ბოლოს, მოაყარეთ დაჭრილი თხილი.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან