კულინარია

ბადრიჯნისა და ქათმის რაგუ

№26

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 01.07

ბადრიჯნისა და ქათმის რაგუ
დაკოპირებულია

ქათმის გემრიელი რაგუს რეცეპტი "თბილისელებისგან"👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 1 ცალი მოზრდილი ბადრიჯანი

🔸 200 გრამი ქათმის ფილე

🔸 200 გრამი პომიდორი საკუთარ წვენში

🔸 ნახევარი თავი ხახვი

🔸 4 სადილის კოვზი ზეთი

🔸 2 კბილი ნიორი

🔸 30 გრამი კრემ-ყველი

🔸 ცოტ-ცოტა ორეგანო და ქონდარი

🔸 მარილი, შავი პილპილი – გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

ტაფაზე გააცხელეთ ზეთი და მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი. ჩაუმატეთ ქათმის ფილეს ფარში, კარგად აურიეთ. შეურიეთ გასრესილი ნიორი, პილპილი და მარილი. შემდეგ დაუმატეთ ტომატი, მოაყარეთ სუნელები, დაუკელით ცეცხლს და შუშეთ კიდევ 15 წუთი.

ბადრიჯანს ყუნწი არ მოჭრათ. ბასრი დანით ფენებად ისე დაჭერით, ყუნწს არ მოშორდეს, დადეთ ქაღალდის ხელსახოცზე, სულ ცოტა მარილი მოაყარეთ, მოათავსეთ ტაფაზე, მარაოსავით გაშლილი. გამოაცხვეთ აირღუმელში 180 გრადუსზე 10 წუთის განმავლობაში. გამოიღეთ, სათითაოდ წაუსვით ფარში, ზემოდან მოაყარეთ გახეხილი ყველი და ისევ შეაბრუნეთ აირღუმელში. 15 წუთში მზად იქნება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

1–7 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული