კულინარია

ბადრიჯნისა და ბულგარული წიწაკის სალათა

№9

ავტორი: „თბილისელები“ 12:00

ბადრიჯნის სალათა
დაკოპირებულია

საჭირო ინგრედიენტები: 

🔸 500 გრამი ბადრიჯანი

🔸 500 გრამი წითელი ბულგარული წიწაკა

🔸 5 კბილი ნიორი

🔸 2 ჩაის კოვზი უცხო სუნელი

🔸 2 ჩაის კოვზი ხმელი ქინძი

🔸 1 სუფრის კოვზი წითელი ღვინის ძმარი

🔸 1 კონა ქინძი, 1 კონა ნიახური, 1 კონა ოხრახუში

🔸 მარილი და ცხარე წითელი წიწაკა – გემოვნებით

🔸 1 ცალი ბროწეულის მარცვალი მოსაყრელად, ზეთი.

მომზადების წესი 👩‍🍳

ბადრიჯანი გათალეთ, დაჭერით მოგრძო ნაჭრებად, მოაყარეთ მარილი და გააჩერეთ 2 საათი. ბულგარულ წიწაკას ამოაცალეთ თესლი და გრძლად დაჭერით. ბადრიჯანი გაწურეთ და ზეთში შეწვით. იმავე ზეთში შეწვით წიწაკაც. ძმარს დაუმატეთ დანაყილი ნიორი, მწვანილი, სანელებლები და შეურიეთ შემწვარ ბოტნეულს. გააჩერეთ 1 საათით მაცივარში და სუფრაზე მიტანის წინ ზემოდან მოაყარეთ ბროწეული.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №9

3–9 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა