კულინარია

ბადრიჯნის სალათა (სამარხვო)

№47

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 01.12

ბადრიჯნის სალათა
დაკოპირებულია

საჭირო ინგრედიენტები: 

🔸 4 ცალი ბადრიჯანი

🔸 3-4 ცალი კიტრი

🔸 1-2 ცალი სტაფილო

🔸 1-2 ცალი წითელი ბულგარული წიწაკა

🔸 1 თავი ხახვი, 5-6 კბილი ნიორი

🔸 0,5 ჩაის კოვზი შაქარი

🔸 3 სადილის კოვზი სოიის სოუსი

🔸1 ცალი პეპერონის წიწაკა

🔸 მცენარეული ზეთი

🔸 წითელი და შავი დაფქული წიწაკა

🔸 მარილი, ძმარი

🔸 ახალი მწვანილი (კამა, ქინძი, ოხრახუში) – გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

ბადრიჯანი დაჭერით გრძელ ჩხირებად და რამდენიმე წუთით მოათავსეთ მდუღარე წყალში. შემდეგ გადაწურეთ.

სტაფილო, კიტრი და ბულგარული წიწაკა დაჭერით თხელ ზოლებად. ხახვი დაჭერით კუბებად და მოშუშეთ ზეთში. ერთ თასში აურიეთ ბადრიჯანი, დაჭრილი ბოსტნეული, ხახვი, ნიორი, მწვანილი და სანელებლები. მოაყარეთ შაქარი და დაასხით სოიის სოუსი მარილი და ძმარი კი დაამატეთ გემოვნებით. დატოვეთ 2–3 საათით და ბოლოს, სურვილისამებრ, მოაყარეთ მწვანილი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი