ბადრიჯნის სალათა პომიდვრითა და სტაფილოთი
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 20.05

„თბილისელები“ გასწავლით, როგორ მოამზადოთ ბადრიჯნის სალათა პომიდვრითა და სტაფილოთი.
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 3 ცალი ბადრიჯანი
🔸 2 ცალი სტაფილო
🔸 3 კბილი ნიორი
🔸 1 კონა კამა, 1 კონა ოხრახუში
🔸 3 ცალი პომიდორი
🔸 1 თავი ხახვი
🔸 150 გრამი მაიონეზი, მარილი – გემოვნებით, ზეთი.
მომზადების წესი 👩🍳
ბადრიჯანი დაჭერით წრეებად, მოაყარეთ მარილი და გააჩერეთ 10 წუთი. შემდეგ შეწვით ზეთში ორივე მხრიდან. გადაიტანეთ ქაღალდის ხელსახოცზე და მოაშორეთ ზედმეტი ცხიმი. დაჭერით ხახვი და მოხრაკეთ ზეთში. მსხვილად გახეხეთ სტაფილო და ისიც ზეთში მოშუშეთ. დაჭერით პომიდორი წრეებად, მწვანილი კი – წვრილად. მაიონეზს დაუმატეთ გატარებული ნიორი. სასალათეზე ფენებად დაალაგეთ ინგრედიენტები: შემწვარი ბადრიჯანი, მაიონეზი, დაჭრილი ხახვი, სტაფილო, პომიდორი, ისევ მაიონეზი... ბოლო ფენად მწვანილი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან
20-26 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

როდის იბრძოდა სიცოცხლისთვის ლუკა შუბითიძე დედასთან...