კულინარია

ბადრიჯნის სალათა ქათმის ხორცით

№37

ავტორი: „თბილისელები“ 12:01 26.09

ბადრიჯნის სალათა
დაკოპირებულია

საჭირო ინგრედიენტები: 

🔸 4 ბადრიჯანი

🔸 2 ნაჭერი ქათმის ფილე

🔸 1 თავი ხახვი

🔸 1 ცალი წითელი ბულგარული წიწაკა

🔸 1 ცალი პომიდორი

🔸 3 კბილი ნიორი

🔸 ნახევარი ლიმონი

🔸 1 კონა ქინძი

🔸 სვანური მარილი – გემოვნებით, ზეთი.

მომზადების წესი 👩‍🍳

ქათმის ფილეს მოაყარეთ მარილი, მოასხით ცოტა ზეთი და დაამარინადეთ 1 საათის განმავლობაში. შემდეგ შეწვით ტაფაზე ორივე მხრიდან. ბადრიჯანი ღუმელში გამოაცხვეთ, როცა გაცივდება, წვრილად დაჭერით. დაუმატეთ ალყა-ალყად დაჭრილი ხახვი, გრძლად დაჭრილი ბულგარული და წვრილად დაჭრილი ნიორი. ასევე დაუმატეთ კუბებად დაჭრილი პომიდორი, ნახევარი ლიმონის წვენი და სვანური მარილი. კარგად გადაურიეთ. შემწვარი ფილე დაჭერით გრძლად, დაალაგეთ ბოსტნეულს ზემოდან და მოაყარეთ დაჭრილი ქინძი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

15–21 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა