კულინარია

ბადრიჯნის რულეტები სტაფილოთი (სამარხვო)

№33

ავტორი: „თბილისელები“ 12:00

ბადრიჯნის რულეტი
დაკოპირებულია

საჭირო ინგრედიენტები: 

🔸 2 ცალი ბადრიჯანი

🔸 3 ცალი სტაფილო

🔸 1 კბილი ნიორი

🔸 2 სადილის კოვზი სამარხვო მაიონეზი

🔸 შავი პილპილი, მარილი – გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

ბადრიჯანი კარგად გარეცხეთ და დაჭერით სიგრძეზე თხელ ნაჭრებად. მარილში წინასწარ გაჩერება არ არის აუცილებელი (თუ ასე გჩვევიათ, შეგიძლიათ გააკეთოთ). შეწვით ზეთში ოქროსფერამდე. მზა ნაჭრები გადაიტანეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რომ ზედმეტი ცხიმი შეიშროს.

შიგთავსისთვის – სტაფილო გახეხეთ წვრილ სახეხზე, დაუმატეთ დაქუცმაცებული ნიორი და მაიონეზი. მოაყარეთ ცოტა პილპილი (სურვილისამებრ შეგიძლიათ, დაუმატოთ ნიგოზი ან გახეხილი ყველი). თითოეულ ბადრიჯნის ნაჭერზე დადეთ ცოტა შიგთავსი და რულეტად გადაახვიეთ. შეგიძლიათ, მიირთვათ მაშინვე, თუმცა მეორე დღეს კიდევ უფრო გემრიელია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №34

25–31 აგვისტო

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა