კულინარია

ბადრიჯნის რაგუ (სამარხვო)

№26

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 08.07

ბადრიჯნის რაგუ
დაკოპირებულია

სამარხვო რაგუს რეცეპტი "თბილისელებისგან"👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 ნახევარი ჭიქა მწვანე ბარდა

🔸 1 ცალი ბადრიჯანი

🔸 1 ხახვი, 3 კბილი ნიორი

🔸 3 ცალი პომიდორი

🔸 1 ცალი ბულგარული წიწაკა

🔸 1 ჩაის კოვზი ტომატ-პასტა

🔸 მარილი, ცოტა ხმელი ქინძი, ზეთი.

მომზადების წესი 👩‍🍳

ბადრიჯანი გათალეთ და დაჭერით თხლად სიგრძეზე, შემდეგ კი ყველა ნაჭერი შუაზე გაჭერით. სათითაოდ შებრაწეთ ზეთში ორივე მხრიდან. ზეთში მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი. თასში მოათავსეთ გასრესილი ნიორი, წვრილად დაჭრილი პომიდორი და ბულგარული წიწაკა. მოასხით ტომატ-პასტა და

კარგად აურიეთ. დაუმატეთ ბადრიჯანი, კიდევ აურიეთ. უყავით ქინძი, მარილი, ბოლოს ბარდა და აურიეთ. დადგით დაბალ ცეცხლზე, დაუმატეთ ცოტა ზეთი. 5 წუთით ჩაიშუშოს და მზადაა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა