ბადრიჯანში შემწვარი ბატკნის ხორცი
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 10.03, 2022 წელი

ბადრიჯანში შემწვარი ბატკნის ხორცის რეცეპტი „თბილისელებისგან“.
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 1 კილოგრამი ბატკნის ხორცი
🔸 5 ცალი პომიდორი, 1,5 კილო ბადრიჯანი
🔸 ხმელი ორეგანო, მარილი და პილპილი – გემოვნებით, ცოტა ზეთი.
მომზადების წესი 👩🍳
დაჭერით ხორცი ნაჭრებად, მოყარეთ მარილი და პილპილი და გააჩერეთ ცოტა ხნით. თითოეულ ბადრიჯანზე გააკეთეთ ღრმა განივი ჩანაჭრელი, ჩაყარეთ მარილი და გააჩერეთ რამდენიმე წუთით. გამოყოფილი წვენი გადაწურეთ. დაჭერით პომიდორი მრგვალ ნაჭრებად. მოათავსეთ ბადრიჯნის შუაგულში ბატკნის ხორცის ნაჭრები და პომიდორი, მოაყარეთ ხმელი ორეგანო, მარილი და პილპილი. წაუსვით გარედან ზეთი. დაალაგეთ საცხობ ფორმაზე, მოათავსეთ ღუმელში და შეწვით 200 გრადუსზე, დაახლოებით, 40 წუთის განმავლობაში.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან