კულინარია
ბადრიჯანი სოკოთი და არაჟნით
№37
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 23.09, 2023 წელი

საჭირო ინგრედიენტები:
🔸 5 ცალი ბადრიჯანი
🔸 200 გრამი ქამა სოკო
🔸 3 სადილის კოვზი არაჟანი
🔸 2 თავი ხახვი
🔸 1 კონა კამა
🔸 მარილი
🔸 პილპილი და სუნელები – გემოვნებით, ზეთი.
მომზადების წესი 👩🍳
ბადრიჯანი გარეცხეთ და დაჭერით კუბიკებად, დაამარილეთ და გააჩერეთ 10 წუთი. შემდეგ გაწურეთ და შეწვით ზეთში, საშუალო ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაში. დაუმატეთ კუბიკებად დაჭრილი ხახვი და დაუწიეთ ცეცხლს და განაგრძეთ შეწვა. 10 წუთის შემდეგ დაუმატეთ დაჭრილი ქამა სოკო, მოაყარეთ სასურველი სუნელები, მარილი და პილპილი, მოასხით არაჟანი, მოურიეთ და მოშუშეთ 15 წუთის განმავლობაში. ბოლოს მოაყარეთ დაჭრილი კამა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან