კულინარია

ბადრიჯანი ნიგვზითა და სტაფილოთი

№23

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 15.06

ბადრჯანი ნიგვზით
დაკოპირებულია

საჭირო ინგრედიენტები: 

🔸 4 ცალი ბადრიჯანი

🔸 1,3 ჭიქა ნიგოზი

🔸 3 კბილი ნიორი, 1 თავი ხახვი

🔸 1 ცალი სტაფილო

🔸 1 კონა ქინძი

🔸 ნახევარი კონა შაშკვლავი

🔸 ცოტა მწვანე ცხარე წიწაკა

🔸 მარილი და ძმარი – გემოვნებით, ზეთი.

მომზადების წესი 👩‍🍳

ბადრიჯნებს მოაჭერით ყუნწები, გაჭერით შუაზე, დაალაგეთ თუნუქის ფურცელზე, მოაყარეთ მარილი, მოასხით ზეთი და მოათავსეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, დაახლოებით, 20-25 წუთი, სანამ დაიბრაწება. შემდეგ შეაგრილეთ. წვრილად გახეხეთ სტაფილო, დაუმატეთ წვრილად დაკეპილი ხახვი და ზეთში მოშუშეთ, შეურიეთ დანაყილი ნიგოზი, წიწაკა, ნიორი და მწვანილი. ბადრიჯნებს ამოაცალეთ გული, ისიც შეურიეთ მასას, შეანელეთ მარილითა და ძმრით და ჩააბრუნეთ გულამოცლილ ბადრიჯნებში. გააფორმეთ დაჭრილი მწვანილით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №25

17-23 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი