კულინარია

ბადრიჯანი ნიგვზითა და სტაფილოთი

№45

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 18.11

ბადრიჯანი ნიგვზითა და
სტაფილოთი
დაკოპირებულია

საჭირო ინგრედიენტები: 

🔸 4 ცალი ბადრიჯანი

🔸 1,3 ჭიქა ნიგოზი

🔸 3 კბილი ნიორი

🔸 1 თავი ხახვი

🔸 1 ცალი სტაფილო

🔸 1 კონა ქინძი

🔸 1 კონა შაშკვლავი

🔸 1 ცალი ცხარე მწვანე წიწაკა

🔸 მარილი და ძმარი – გემოვნებით, ზეთი.

მომზადების წესი 👩‍🍳

ბადრიჯნებს მოაჭერით ყუნწები, შუაზე გაჭერით, დაალაგეთ თუნუქის საცხობზე, მოაყარეთ მარილი, მოასხით ზეთი და შეწვით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, დაახლოებით, 20-25 წუთი, სანამ დაიბრაწება. შემდეგ შეაგრილეთ. წვრილად გახეხეთ სტაფილო, დაუმატეთ წვრილად დაკეპილი ხახვი და ზეთში მოშუშეთ. შეურიეთ დანაყული ნიგოზი, წიწაკა, ნიორი და მწვანილი. ბადრიჯნებს ამოაცალეთ გული, ისიც შეურიეთ ნიგვზიან მასას, შეანელეთ მარილითა და ძმრით და ჩააბრუნეთ გულამოცლილ ბადრიჯნებში. გააფორმეთ დაჭრილი მწვანილით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

27 ნოემბერი- 3 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი