კულინარია

ბადრიჯანი ნიგვზიანი პომიდვრის სოუსით თათა გიორგობიანისგან

№42

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 26.10, 2023 წელი

თათა გიორგობიანის კერძი
დაკოპირებულია

სამზარეულოში ტრიალი მიყვარს და ყველაფერი გემრიელი გამომდის. ეს გენეტიკურად გამომყვა. თუმცა, ექსპერიმენტებსაც მივმართავ ხოლმე და ახალ-ახალ გემოებს ვუთავსებ. ძირითადად, სალათების მოყვარული ვარ. რაც შეეხება ფორმის შენარჩუნებას, ბევრ ენერგიას ვხარჯავ და ფეხით სიარული მიყვარს. ახლა კი გასწავლით უგემრიელესი ბადრიჯნის კერძის რეცეპტს, რომელიც მარტივად მოსამზადებელია.

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 1 კილოგრამი ბადრიჯანი

🔸 1 კილოგრამი პომიდორი

🔸 500 გრამი ბულგარული წიწაკა

🔸 1 კონა ქინძი

🔸 1 კონა რეჰანი

🔸 1 კონა შაშკვლავი

🔸 1 ჭიქა გატარებული ნიგოზი

🔸 1,5 სადილის კოვზი ძმარი

🔸 1 ჩაის კოვზი უცხო სუნელი

🔸 3 კბილი ნიორი

🔸 2 თავი ხახვი

🔸 მარილი და პილპილი – გემოვნებით, ზეთი.

მომზადების წესი 👩‍🍳

ბადრიჯანი დაჭერით მსხვილ ნაჭრებად, მოაყარეთ მარილი და გააჩერეთ წვენის გამოშვებამდე. ბულგარული წიწაკა გაჭერით ოთხად. პომიდორი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. ხახვი დაჭერით ალყა-ალყა. ბადრიჯანი გაწურეთ და ზეთში შეწვით. იმავე ზეთში მობრაწეთ წიწაკა. ხახვი მოშუშეთ, დაასხით პომიდორი და შუშეთ ჩასქელებამდე. ნიგოზს შეაზილეთ დანაყილი ნიორი, უცხო სუნელი, ძმარი, მარილი, პილპილი და დაასხით ანადუღარი ცხელი წყალი. უნდა მიიღოთ თხელი არაჟნის მასის კონსისტენცია. შემდეგ შეურიეთ მოშუშულ პომიდორს. ქვაბში ფენა-ფენა ჩააწყვეთ ბადრიჯანი, წიწაკა და დაჭრილი მწვანილი. ზემოდან მოასხით ნიგვზიანი პომიდორი და 10 წუთი ადუღეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №29

21- 26 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა