კულინარია

ბადრიჯანი ხორცითა და სულგუნით ხატია წერეთლისგან

№20

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 25.05, 2023 წელი

ხატია წერეთელის კერძი
დაკოპირებულია

ხატია წერეთელი საყვარელი კერძის რეცეპტს ,,თბილისელებს" უზიარებს 👇

ძალიან მიყვარს სამზარეულოში ტრიალი. კერძების მომზადება ჩემთვის განტვირთვის საშუალებაა. გურმანი საერთოდ არ ვარ. მომზადება მიყვარს, ჭამა კი – არა. თუმცა, მსიამოვნებს, ჩემი მომზადებული რომ მოსწონთ და გემრიელად მიირთმევენ. დიდად საკვების შეზღუდვებს არ ვიწესებ, ყველაფერს მივირთმევ, მაგრამ მხოლოდ მცირე ულუფებით. ცხიმში შემწვარი თითქმის არაფერი მიყვარს კარტოფილის გარდა. ჩემი ძირითადი საკვები ცოცხალი სალათები და ბოსტნეულის სუპებია. ახლა ახალი ბოსტნეულის სეზონია და მინდა, შემოგთავაზოთ ბადრიჯანი ხორცითა და ყველით, რომელიც ყველას გამოგივათ და თან ძალიან გემრიელია.

საჭირო ინგრედიენტები:

🔸3 ცალი ბადრიჯანი

🔸 ნახევარი კილოგრამი პომიდორი, 2 ჩაის კოვზი ტომატ-პასტა

🔸150 გრამი ხორცის ფარში

🔸 1 თავი ხახვი, 1 კონა რეჰანი, 5 ღერი ქონდარი, ნახევარი კონა ოხრახუში

🔸1 სადილის კოვზი პაპრიკა

🔸 1 კბილი ნიორი

🔸 2 სადილის კოვზი გახეხილი სულგუნი

🔸 მარილი და პილპილი – გემოვნებით, ზეთი.

მომზადების წესი 👩‍🍳

ბადრიჯანი თხლად დაჭერით, მოაყარეთ მარილი და გააჩერეთ 20 წუთი. შემდეგ გაწურეთ და შეწვით ორივე მხრიდან გახურებულ ტაფაზე, ზეთში. დასაწრეტად დაალაგეთ საშრობ ქაღალდზე. პომიდორი დამდუღრეთ, კანი გააცალეთ და დაჭერით. ნიორი და მწვანილი დაჭერით წვრილად და ნახევარი პომიდორს შეურიეთ, დაუმატეთ მარილი და პილპილი და ჩაასხით საცხობ ფორმაში. ხახვი დაჭერით წვრილად დაუმატეთ ხორცის ფარშს, დაასხით მეოთხედი ჭიქა წყალი და საშუალო ცეცხლზე მოშუშეთ. წყალი რომ დაშრება, მოაყარეთ მარილი, პილპილი, ქონდარი და ნახევარი მწვანილი. ფარშს ასევე, შეურიეთ წყალში გახსნილი ტომატ-პასტა, გადაანაწილეთ ბადრიჯნის ფენებზე და ჩაალაგეთ ფორმაში. ზემოდან მოაყარეთ გახეხილი სულგუნი და მოათავსეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. 15 წუთში მზად იქნება.

გემრიელად მიირთვით!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი