ატმის ღვეზელი
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 22.10, 2022 წელი
![ატმის ღვეზელი ატმის ღვეზელი](/files/2022/10/14/5949/atmis-ghvezeli_w_h.jpeg)
გემრიელი ატმის ღვეზელის რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸3 ჭიქა ფქვილი
🔸180 გრამი კარაქი
🔸 4 კვერცხი
🔸 2 სადილის კოვზი არაჟანი
🔸 200 გრამი შაქარი
🔸 10 გრამი ცომის გამაფხვიერებელი
🔸 1 შეკვრა ტკბილი ვანილი
🔸 შაქრის პუდრა
🔸 დაჭრილი ატამი – „ცოცხალი“ ატამი ან კომპოტიდან ამოღებული.
მომზადების წესი 👩🍳
კვერცხის ცილა და გული გააცალკევეთ. ათქვიფეთ ცილა, როგორც ღრუბელი. მუდმივი თქვეფით შეურიეთ 100 გრამი შაქარი და მოათავსეთ მაცივარში. ცალკე კვერცხის გული და 100 გრამი შაქარი კარგად გასრისეთ. შეურიეთ 2 სადილის კოვზი არაჟანი, შემდეგ – ცომის გამაფხვიერებელი და დაუმატეთ ვანილი. კარაქი გაადნეთ და გააცივეთ, დაახლოებით, ოთახის ტემპერატურამდე. კვერცხისგულიან მასას დაუმატეთ გამდნარი კარაქი. ნელ-ნელა შეურიეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი. გამოსაცხობ ფორმას შიგნიდან წაუსვით ცხიმი, მოათავსეთ მასში ცომი და ჩატკეპნეთ, ნაპირები კი კარგად ამოუმაღლეთ. შიგნით ჩაალაგეთ დაჭრილი ატამი ისე, რომ ფსკერი მთლიანად დაიფაროს. მაცივრიდან გამოიღეთ ათქვეფილი ცილა, შეურიეთ ვანილი და მოასხით ღვეზელს. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 45-50 წუთის განმავლობაში. ცოტა რომ გაცივდება, ამოიღეთ ფორმიდან და მოაყარეთ შაქრის პუდრა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან