კულინარია

ატამი ჟოლოს კრემით

№38

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 28.09

ატამი კრემით
დაკოპირებულია

ატმის გემრიელი დესერტის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 2 ცალი მოზრდილი ატამი

🔸 7 ჩაის კოვზი თაფლი

🔸 ერთი მოზრდილი მუჭი ლურჯი მოცვი

🔸 100 გრამი ჟოლო

🔸 ნახევარი სადილის კოვზი ლიმონის წვენი

🔸 1 კვერცხის გული

🔸 130 გრამი მასკარპონე

🔸 6 გრამი ჟელატინი

🔸 პიტნის ფოთლები – მოსართავად.

მომზადების წესი 👩‍🍳

ქვაბში მოათავსეთ ჟოლო, მოასხით ლიმონის წვენი, დადგით ძალიან დაბალ ცეცხლზე – 5 წუთი საკმარისია. მეორე თასში მოათავსეთ ჟელატინი და დაასხით ცოტა ცივი წყალი. ატამი (სასურველია, ეს ვაშლატამა იყოს) გაჭერით შუაში, ამოაცალეთ კურკები და ჩაალაგეთ ცეცხლგამძლე თასში, ისე, რომ მთლიანობადარღვეული ზედაპირი ზემოთ იყოს, მოასხით 4 სადილის კოვზი თაფლი, დააფარეთ თავსახური და დადგით დაბალ ცეცხლზე. 5 წუთის შემდეგ გამორთეთ, ოღონდ თავსახური არ მოხადოთ. ჟოლო გადაწურეთ, თან გახეხეთ, რომ კურკები არ გაჰყვეს. შეურიეთ დამბალი ჟელატინი, დადგით ძალიან დაბალ ცეცხლზე და ბოლომდე გაადნეთ. პატარა თასში ათქვიფეთ კვერცხის გული. შემდეგ დადგით ცხელი წყლის აბაზანაზე და გაადნეთ ნელი მორევით. შეურიეთ ჟოლოსა და ჟელატინის ნარევი. როცა გაცივდება, შეურიეთ მასკარპონე და ათქვიფეთ ძალიან კარგად. ეს კრემი ჩაასხით საკონდიტრო ტომსიკაში და ცოტა ხანი მოათავსეთ მაცივარში. ატმები დაალაგეთ მოზრდილ, ლამაზ ლანგარზე და მორთეთ უკვე გაცივებული კრემით. მოაყარეთ მოცვი და გაალამაზეთ პიტნის ფოთლებით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №40

30 სექტემბერი - 6 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა