არომატული კერძი თევზით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 18.05, 2022 წელი

თევზის გემრიელი კერძი ,,თბილისელებისგან" 👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 8 ნაჭერი რუხი პური
🔸 200 გრამი თევზის ფილე (ნებისმიერი თეთრი თევზის)
🔸 1 ცალი ბულგარული წიწაკა
🔸 80 გრამი მაგარი ყველი
🔸 მარილი და შავი პილპილი – გემოვნებით.
სოუსი: 2 კვერცხი, 40 მილილიტრი ნაღები (20%-იანი), 3 ტოტი ტარხუნა, 1 ჩაის კოვზი ორეგანო, მარილი – გემოვნებით.
მომზადების წესი 👩🍳
თევზის ფილესგან გააკეთეთ ფარში. მოაყარეთ მარილი და პილპილი და კარგად აურიეთ. ბულგარული წიწაკა დაჭერით მომცრო კუბიკებად. დაჭერით პური, ჩამოაჭერით ქერქი და ნაჭრები სათითაოდ გააბრტყელეთ. აიღეთ კექსის ფორმები. წაუსვით ზეთი და ჩააფინეთ მასში გაბრტყელებული პურის ნაჭრები.
მოამზადეთ სოუსი: ტარხუნას მოაშორეთ მაგარი ნაწილები. ათქვიფეთ ორი კვერცხი, ჩაყარეთ მასში დაჭრილი ტარხუნა, ორეგანო, ცოტა მარილი, დაუმატეთ ნაღები და აურიეთ ძალიან კარგად. ყველი გახეხეთ. ფორმების ძირში ჩაფენილ პურზე მოათავსეთ თევზის ფარში. ზემოდან მოაყარეთ ბულგარული წიწაკა. მოასხით სოუსი და მოაყარეთ ყველი. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე, 20 წუთის განმავლობაში.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან