არაჟნის წვნიანი სოკოთი
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 01.03, 2022 წელი

არაჟნის წვნიანის უგემრიელესი რეცეპტი „თბილისელებისგან“👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 750 მილილიტრი წყალი
🔸 2 ცალი კარტოფილი
🔸 100 გრამი სოკო
🔸 8 ცალი კიტრი მარინადში
🔸 130 გრამი არაჟანი
🔸 1 სადილის კოვზი ფქვილი
🔸 1 კვერცხის გული
🔸 სურნელოვანი პილპილი, მარილი, კამა.
მომზადების წესი 👩🍳
ქვაბში ჩაასხით წყალი და დადგით ცეცხლზე. კარტოფილი გათალეთ და მსხვილად დაჭერით. ცოტა ხნით მოათავსეთ აირღუმელში – 8 წუთი საკმარისი იქნება. სოკო გაარჩიეთ, დაჭერით და მოშუშეთ მშრალ, ცხელ ტაფაზე. ცალკე, პატარა თასში ერთმანეთში შეურიეთ არაჟანი და ფქვილი, შეურიეთ 50 მილილიტრი ცივი წყალი, კარგად გახსენით და დადგით დაბალ ცეცხლზე. მდუღარე წყლიან ქვაბში ჩაყარეთ კარტოფილი. ჩაუმატეთ მოშუშული სოკო, მოხარშული კარტოფილი და სწრაფადვე ჩაუმატეთ დაჭრილი კიტრი. მიიყვანეთ ადუღებამდე და ჩაასხით მასში მოდუღებული არაჟნის კრემი. სულ ბოლოს კი – ათქვეფილი კვერცხის გული, აურიეთ. ჩაუმატეთ ცოტა მარილი და პილპილი. გადაანაწილეთ თეფშებზე მოაყარეთ წვრილად დაჭრილი კამა.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან