კულინარია

ანანასის ტორტი ნუშით

№13

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 13.04

ანანასის ტორტი
დაკოპირებულია

გემრიელი კერძის რეცეპტი „თბილისელებისგან“👇

საჭირო ინგრედიენტები:

ბისკვიტი – 4 კვერცხი, 200 გრამი ფქვილი, 150 გრამი შაქარი, 10 გრამი ვანილი, 10 გრამი ცომის გამაფხვიერებელი.

კრემი – 350 გრამი არაჟანი, 150 გრამი 33%-იანი ნაღები, 250 გრამი ანანასის კომპოტი, 25 გრამი შაქრის პუდრი, 35 გრამი ნუში.

მოსართავი – 50 გრამი შავი შოკოლადი, 30 მილილიტრი ნაღები, 10 გრამი ნუში, 200 გრამი არაჟანი, 30 გრამი შაქრის პუდრა.

მომზადების წესი 👩‍🍳

თასში კარგად ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი – ზომაში სამჯერ მაინც უნდა მოიმატოს. ნელ-ნელა შეურიეთ ფქვილი, ვანილი და ცომის გამაფხვიერებელი, კიდევ ძალიან კარგად ათქვიფეთ. ბისკვიტი ჩაასხით ტორტის ფორმაში და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გაცხელებულ აირღუმელში 25 წუთის განმავლობაში, ცოტა რომ გაცივდება, პატარა ნაწილებად დაამტვრიეთ.

თასში მოატავსეთ მოხალული ნუში ან თხილი, მოასხით ანანასის კომპოტი, ჩაყარეთ შაქრის პუდრა და აურიეთ მიქსერით, შეურიეთ არაჟანი და ნაღები მიქსერით კარგად ათქვიფეთ.

მოზრდილ ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტი. ბისკვიტი ჩაყარეთ კრემში (ცოტა მოიტოვეთ), აურიეთ და გადაიტანეთ ფორმაში. ზემოდან მოაყარეთ დარჩენილი ბისკვიტი და მოათავსეთ მაცივარში. გაცივებული ტორტი გადმოიღეთ ლანგარზე, წაუსვით გათქვეფილი არაჟანი (არაჟანი საკმაოდ სქელი უნდა იყოს) და ნაღები, მოაყარეთ შაქრის პუდრა, ნუში და მორთეთ გახეხილი შოკოლადით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

29 აპრილი - 5 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი