კულინარია

ალუბლის ტორტი

№29

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 31.07

ალუბლის ტარტი
დაკოპირებულია

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 2,5 ჭიქა ფქვილი

🔸 150 გრამი კარაქი

🔸 200 მილილიტრი წყალი

🔸 ცოტა მარილი

🔸 500 გრამი ალუბალი

🔸 100 გრამი შაქარი

🔸 2 სადილის კოვზი სიმინდის სახამებელი.

მომზადების წესი 👩‍🍳

კომბაინში აურიეთ ფქვილი, მარილი, კარაქი, მაცივრიდან გამოღებული წყალი, მოამზადეთ ცომი. გააკეთეთ მისგან ბურთი, ცელოფანში შეახვიეთ და მოათავსეთ მაცივარში 30 წუთის განმავლობაში, გამოიღეთ, ცომის ნახევარი. გააბრტყელეთ პერგამენტზე, ისე, რომ 26 სანტიმეტრის დიამეტრის ფორმაში მოთავსდეს და ისევ შეაბრუნეთ მაცივარში.

ცომის მეორე ნახევარი გააბრტყელეთ და დაჭერით ზოლებად (სიგრძე – 25 სანტიმეტრი, სიგანე – 1 სანტიმეტრი).

ალუბალი გარეცხეთ, გამოაცალეთ კურკები, მოათავსეთ ქვაბში, დაასხით წყალი (190 მილილიტრი), დადგით დაბალ ცეცხლზე და ხარშეთ 10 წუთის განმავლობაში. ცალკე თასში ერთმანეთში შეურიეთ შაქარი და სახამებელი, გახსენით ჯერ 1 სადილის კოვზ ალუბლის წვენში და შემდეგ ნელ-ნელა შეურიეთ ალუბლის მასას. როცა გაცივდება, წაუსვით მაცივრიდან გამოღებულ ნამცხვრის ფენას, ზედაპირზე კი სპირალურად დახვეული ცომი მოათავსეთ. მოაყარეთ შაქარი და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 45 წუთის განმავლობაში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №29

21- 26 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა