კულინარია
ალუბლის კექსი
№25
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 29.06, 2024 წელი

საჭირო ინგრედიენტები:
🔸 160 გრამი ფქვილი
🔸 200 გრამი შაქარი
🔸 4 კვერცხი
🔸 1 ჩაის კოვზი ვანილი
🔸 500 გრამი ალუბალი
🔸 მწიკვი მარილი.
მომზადების წესი 👩🍳
კვერცხი ათქვიფეთ მარილთან ერთად, დაუმატეთ ვანილი, თანდათან შეათქვიფეთ შაქარი. მასა უნდა გათეთრდეს და სამჯერ გაიზარდოს. ამოყვანილ კვერცხს, ნელ-ნელა შეურიეთ გაცრილი ფქვილი და ფრთხილად ამოურიეთ. საცხობ ფორმას დაუფინეთ საცხობი ქაღალდი და გადაანაწილეთ გარეცხილი, კურკაგამოცლილი ალუბალი. ზემოდან დაასხით ცომი და აცხვეთ 180 გრადუსზე, 30-40 წუთის განმავლობაში.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან