ალადები ხილითა და შვრიის ფანტელით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 14.05, 2022 წელი

ხილის გემრიელი ალადების რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 2 სადილის კოვზი კარტოფილის ფქვილი
🔸 1 ჩაის კოვზი შაქარი
🔸 ცოტა მარილი
🔸 სულ ცოტა სოდა
🔸 ჟოლოს ჯემი
🔸 30 გრამი რბილი ხაჭოს ყველი
🔸 ბანანი და კივი
🔸 1 სადილის კოვზი ზეთი
🔸 3 სადილის კოვზი შვრიის ფანტელი
🔸 100 მილილიტრი რძე
🔸 შაქრის პუდრი – მოსართავად.
მომზადების წესი 👩🍳
სასურველია, ცომი მოამზადოთ გამოცხობამდე რამდენიმე საათით ადრე. მაგალითად, წინა საღამოს. დაასხით შვრიის ფანტელს თბილი რძე. გააჩერეთ რამდენიმე საათი. შეურიეთ კარტოფილის ფქვილი და კარგად გახსენით. დაუმატეთ შაქარი, სოდა, მარილი და კარგად აურიეთ. ბლინის ტაფას წაუსვით ზეთი. შეწვით მასზე ალადები – სულ 10 ცალი გამოვა.
აიღეთ შესაფერისი დიამეტრის ჭიქა და ბლინებიდან ამოჭერით წრეები. კივი და ბანანი დაჭერით. ბლინებს წაუსვით ხაჭოს ყველი, დაალაგეთ ხილი და მოასხით ჯემი. დააფარეთ მეორე ბლინი, მოაყარეთ შაქრის პუდრი და ზემოდანაც მორთეთ. შეგიძლიათ, გააკეთოთ სამ ან ოთხფენიანი.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან