ქათმის ღვიძლი ნაღებით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 10.04, 2024 წელი

ქათმის გემრიელი კერძის რეცეპტი „თბილისელებისგან“👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 100 გრამი სოკო
🔸 300 გრამი ქათმის ღვიძლი
🔸 1 თავი ხახვი
🔸 70 გრამი ბეკონი
🔸 10 გრამი კარაქი
🔸 250 მილილიტრი ნაღები
🔸 50 მილილიტრი რძე
🔸 1 ჩაის კოვზი კარტოფილის ფქვილი
🔸 ცოტა მჟავე კიტრი
🔸 1 სადილის კოვზი ყავისფერი შაქარი
🔸 ცოტა მარილი, შავი პილპილი
🔸 40 გრამი კიტრის მწნილი.
მომზადების წესი 👩🍳
ღვიძლი გარეცხეთ და შეაშრეთ, მოაყარეთ შაქარი, მარილი და პილპილი, დაახურეთ თავზე და მოათავსეთ მაცივარში მთელი ღამით. მეორე დღეს გამოიღეთ, გადაიტანეთ თუშფალანგზე. კარაქში, მაღალ ცეცხლზე შებრაწეთ ბეკონი, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი და მოშუშული ხახვი, აურიეთ რამდენჯერმე და დაუმატეთ დაჭრილი სოკო, შემდეგ წვრილად დაჭრილი მჟავე კიტრი, აურიეთ, მოასხით ნაღები, რძეში გახსნილი კარტოფილის ფქვილი და ნელი მორევით მიიყვანეთ ადუღებამდე. მშრალ და ცხელ ტაფაზე შეწვით ღვიძლი ყველა მხრიდან, შემდეგ გადაიტანეთ ნაღებიან სოუსში, ცოტა ხანი კიდევ იყოს ცეცხლზე, უყავით მარილი და შავი პილპილი, აურიეთ და 5 წუთში მზად იქნება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან