ვინ და როგორ ძარცვავდა ეკლესიას ლენინგრადში
ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 15.05

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.
„წუნიანი ბრილიანტი“
1973 წლის ივნისში ბრესტის საბაჟოზე მებაჟეებმა პოლონეთის მოქალაქეს ვოიცეხ დომბროვსკის არადეკლარირებული, 8-კარატიანი ცისფერი ბრილიანტი აღმოუჩინეს, რომელსაც ის უკანალში, ცელოფანში შეხვეულს მალავდა და ამგვარად უნდა გაეტანა ქვეყნიდან. გამოცდილმა მებაჟემ, ანატოლი კოზლოვსკიმ „ტურისტს“ ნერვიულობა შეამჩნია. ის ცალკე ოთახში შეიყვანა და გააშიშვლა. შემდგომ უთხრა, რომ ბუქნი გაეკეთებინა და ჩაკუზულ დომბროვსკის უკანალიდან ცელოფანში გახვეული ბრილიანტი გამოუვარდა. ეს ძვირფასი თვალი, ეგრეთ წოდებული, „წუნიანი ბრილიანტი“ აღმოჩნდა, რომელიც ლენინგრადის ერთ-ერთ მართლმადიდებლურ ტაძარში, ძვირფასი ქვებით მოოჭვილ ხატში იყო ჩასმული. დომბროვსკიმ განაცხადა, რომ თვალი უცნობი პირისგან შეიძინა, რომელიც ცალთვალა იყო, რადგან მარჯვენა თვალზე შავი ლენტი ჰქონდა შემოხვეულიო. პოლონელის თქმით, ბრილიანტში მან 5 ათასი ამერიკული დოლარი გადაიხადა და ბრილიანტის გაყიდვას ჰოლანდიაში აპირებდა. დომბროვსკის ბრილიანტი ჩამოართვეს და პოლონელ სამართალდმცველებს იმ პირობით გადასცეს, რომ საჭიროების შემთხვევაში მას საგამოძიებო სამუშაოებისთვის პირველივე მოთხოვნის შემდეგ ლენინგრადში ჩამოიყვანდნენ. საქმე „კაგებეს“ გადაეცა და მას პოლკოვნიკი უშანგი ბექაური იძიებდა.
ფარული შემოწმება
აშკარა იყო, რომ ტაძარში ქურდი მოქმედებდა და თან, ის შინაური იყო. ამიტომ ბექაურმა, რუსეთის პატრიარქთან შეთანხმების შემდეგ, ტაძარში არსებული ხატებისა და სხვა ძვირფასი არტეფაქტების ფარული შემოწმება დაიწყო. ამ შემოწმების შედეგები კი შოკის მომგვრელი იყო. როგორც აღმოჩნდა, ტაძარში არსებული ძვირფასი 209 ქვიდან, 91 ძვირფასი თვალი შეცვლილი იყო და მათ ნაცვლად ფერადი შუშები ჩაესვათ. ბექაურმა შეადგინა სავარაუდო ბოროტმოქმედთა სია შეადგინა და მასში ყველა ის პიროვნება შეიყვანა, ვისაც საეკლესიო არტეფაქტებთან წვდომა ჰქონდა, თან, მათი დოსიეების შესწავლას შეუდგა, რომლებიც ცენტრალური არქივიდან გამოითხოვა. ამის პარალელურად კი, ტაძარში რამდენიმე ფარული კინოკამერა დააყენა (ვიდეოთვალები მაშინ არ არსებობდა) და შედეგს დაელოდა, რომელმაც არ დააყოვნა. სულ რაღაც 5 დღის შემდეგ ფარულ კინოკადრებზე დაფიქსირდა 37 წლის იოსებ რაისკი, ჩინოსანი სასულიერო პირი, რომელიც ერთ-ერთი ძვირფასი ხატიდან 6-კარატიან ლალის თვალს ფერადი შუშით ცვლიდა. „კაგებემ“ რაისკიზე 24-საათიანი თვალთვალი დააწესა და მისი ბიოგრაფიის ინტენსიურ შესწავლას შეუდგა.
მამათმავლების ორგიები
ბექაურმა რაისკის ბინაში ინტენსიური ჩხრეკა იმ დროს მოაწყო, როცა „კაგებეს“ თხოვნით, პატრიარქმა ერთი კვირით სხვა ქალაქში მიავლინა. ჩხრეკვის შედეგები შემაძრწუნებელი იყო. გარდა ეკლესიიდან მოპარული ძვირფასი არტეფაქტებისა და მსხვილკარატიანი უძვირფასესი ქვებისა, რაისკის კერძო სახლში, რომელიც რუსეთის ჩრდილოეთ დედაქალაქის (ლენინგრადის) პრესტიჟულ უბანში მდებარეობდა, აღმოაჩინეს მამათმავლური პორნოგრაფიული სურათები. სადო-მაზოხისტური სექსაქსესუარები და 12-წუთიანი პორნოფირი, რომელზეც რაისკისა და მისი მამათმავალი კოლეგების ორგიები იყო გადაღებული. ეს ფირი „კაგებეს“ შეფსა და პატრიარქს უჩვენეს, რამაც ეს ორი ადამიანი სულით ხორცამდე შეძრა. ამიტომ, ორივე მხარემ თანხმობა განაცხადა ამ ჩინოსნების დასჯაზე. კადრებზე აღბეჭდილი ადამიანები, საეკლესიო კანონების მიხედვით, ჯერ გაკრიჭეს და ეკლესიიდან განკვეთეს. შემდგომ კი დააპატიმრეს და მათი ქონებების კონფისკაცია განახორციელეს. დახურული წესით გაასამართლეს და 9 ადამიანს 15-15 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
სექტა
რაისკიმ თავისი სასჯელი ბოლომდე მოიხადა და ეგრეთ წოდებული, „ქათმების (ჰომოსექსუალების)“ ზონაში იჯდა, რომელიც ჩრდილო კავკასიაში მდებარეობდა. პატიმრობიდან ის 1989 წელს გათავისუფლდა და ჯერ 2 წელი ორჯონიკიძეში (ვლადიკავკაზი) იცხოვრა, შემდგომ კი თბილისში გადასახლდა. მან საქართველოში, ეგრეთ წოდებული, „წამებულ ძმათა“ სექტა ჩამოაყალიბა, რომელშიც ძირითადად, ჰომოსექსუალები იყვნენ გაერთიანებული და არეულობის პერიოდში შეფარულად ახორციელებდნენ თავიანთ შავბნელ საქმიანობას. ამ სექტამ თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში მიწა შეიძინა, შენობა ააგეს და იქ იკრიბებოდნენ. თუმცა, 1995 წელს ის შენობა გაურკვეველმა პირებმა ბენზინით მორწყეს, ცეცხლი წაუკიდეს და დაწვეს. შეშინებული სექტანტები დაიფანტნენ, რაისკი კი ერთი წლის შემდეგ გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან