კრიმინალური ისტორიები

სად და როგორ ამზადებდნენ და სცდიდნენ საბჭოთა კავშირში ბაქტერიოლოგიურ იარაღს

№31

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 10.08

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

საქმე, რომელზეც ამ პუბლიკაციაში მოგითხრობთ, ნათელი მაგალითია იმისა, თუ რა საშინელების ჩამდენი იყო საბჭოთა სისტემა, რომელიც საკუთარ ხალხს არ ინდობდა და კომუნიზმის იდეოლოგიურ კლიშეებს უამრავ ადამიანს სწირავდა.

ბაქტეოლაბორატორია

1955 წელს „კაგებეს“ მიერ დაქვემდებარებულ ერთ-ერთ ნაკვეთზე, რომელიც შუა ციმბირში მდებარეობს, უზარმაზარი ბუნკერი ააშენეს და იქ ბაქტერიოოგიური იარაღის დამამზადებელი ლაბორატორია განათავსეს. ბუნკერი მიწის ზედაპირიდან 20 მეტრის სიღრმეზე იყო განთავსებული და უსაფრთხოების ოთხი სარტყელი ჰქონდა. ბაქტერიოლაბორატორიაში „ციმბირული წყლულის“ „შავი ჭირისა“ და სხვა უმძიმესი ეპიდემიების ბაქტერიებს ამზადებდნენ. შემდგომ მათ სხვადასხვა ზონის კონტეინერებში ათავსებდნენ და საწყობებში ინახავდნენ. ნიშანდობლივი კი ის იყო, რომ ამ იარაღის ეფექტურობას ცოცხალ ადამიანებზე სცდიდნენ. მართალია, ძალიან მცირე დოზებით, მაგრამ ამ დაავადებების გამომწვევ ბაქტერიებს ციმბირში მცხოვრებ მცირე ტომის წარმომადგენლებში უშვებდნენ. შემდგომ კი დაავადებულებს ექიმთა სპეციალური ბრიგადები სინჯავდნენ, „მკურნალობის მიზნით“ სპეციალურ საველე სტაციონარებში ათავსებდნენ. მათი უმრავლესობა იღუპებოდა, სამაგიეროდ, სამხედრო და უშიშროების სისტემის ექიმებს ამ ბაქტეიების მოქმედების ზუსტი სქემები ჰქონდათ და ამის შესაბამისად, სამკურნალო წამლებზეც მუშაობდნენ. გარდაცვლილთა ცხედრებს სპეციალურ, მოძრავ კრემატორიუმებში წვავდნენ. ერთი სიტყვით, ამ საიდუმლო პროექტის მესვეურებს იოტისოდენადაც არ ადარდებდათ ადამიანების (მით უმეტეს, ეროვნული და ეთნიკური უმცირესობების) ბედ-იღბალი და მათ ისე ექცეოდნენ, როგორც საცდელ ვირთხებს.

კავკასიელი დოქტორი

1982 წელს ციმბირული ბაქტეოლაბორატორიის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი ვინმე ზორბეგ ისმაილოვი იყო. მას ბიოლოგიის დოქტორის წოდება ჰქონდა. 43 წლის ისმაილოვს კოლეგები „კავკასიელ დოქტორს“ ეძახდნენ, რადგან წარმოშობით ჩრდილოკავკასიელი იყო. ზორბეგს მეუღლე და ორი შვილი ჰყავდა. ისმაილოვი, ოჯახთან ერთად, პატარა დასახლებაში ცხოვრობდა. დასახლება ლაბორატორიიდან 3 კილომეტრის მოშორებით მდებარეობდა და მისი მოსახლეობა 400 ადამიანი იყო, ძირითადად, ლაბორატორიის თანამრომლები. დასახლებაც „კაგებეს“ დაქვემდებარებაში იყო. ეს, ეგრეთ წოდებული, ზონა სპეციალური სამხედრო დანაყოფის მიერ კონტროლდებოდა, იქ შესვლა და გამოსვლა კი სპეციალური საშვების მეშვეობით ხორციელდებოდა. „კავკასიელი დოქტორი“ ავტორიტეტით სარგებლობდა კოლეგებს შორის და მას დიდ პატივს სცემდნენ.

„პოლიგონი“

ლაბორატორიიდან 40 კილომეტრის დაშორებით ერთ-ერთი პატარა ჩრდილოური ტომის დასახლება იყო. ამ ადგილსაც „კაგებე“ აკონტროლებდა და უშიშროების საიდუმლო საბუთებში მას „პოლიგონის“ გრიფით მოიხსენიებდნენ. საქმე ის იყო, რომ ეს საშინელი ექსპერიმენტები სწორედ ამ ტომის წარმომადგენლებზე ხორციელდებოდა. „პოლიგონის“ ტერიტორიაზე 5 ათასი ოჯახი ცხოვრობდა. ამ ხალხს ისეთი პირობები ჰქონდათ შექმნილი, რომ „ზონის“ გარეთ არ გადიოდნენ. დასახლებაშივე იყო სხვადასხვა პროდუქტისა და პირველადი მოთხოვნილების მაღაზიები, ცხოვრებისთვის საჭირო ყველა მომსახურების ობიექტები. მოკლედ, შექმნილი იყო ყველა პირობა, რომ „ექსპერიმენტატორებს“ სხვაგან წასვლის სურვილი არ გასჩენოდათ. თუმცა, სად უნდა წასულიყვნენ, როდესაც ირგვლივ უსასრულო ტაიგა იყო და ერთადერთი გზა ლაბორატორიას უკავშირდებოდა. თუმცა ამ მშვიდობიან ტომთან მაინც იყო კომუნიკაცია. ისინი სხვადასხვა ჩრდილოურ სუვენირებს ამზადებდნენ და ლაბორატორიის თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები იქ ამ სუვენირების შესაძენად ჩადიოდნენ. სუვენირებს ყიდულობდნენ ისმაილოვის ოჯახის წევრებიც. ერთ-ერთი ვიზიტის დროს ზორბეგის მეუღლეს დაავადებული ტომელისგან („კაგებეს“ ექიმებს გამოეპარათ და მისი ავადმყოფობა არ დააფიქსირეს) ციმბირული წყლული გადაედო და გარდაიცვალა.

ლიკვიდაცია

1982 წლის დეკემბერში „კავკასიელი დოქტორის“ 39 წლის მეუღლე ზარინა მოძრავ კრემატორიუმში ისე დაწვეს, რომ მის ქმარს არაფერი შეატყობინეს. ხოლო მისი ორი შვილი კი გამოკვლევაზე საველე ჰოსპიტალში დააწვინეს. ზორბეგს ჯერ ყველაფერს უმალავდნენ, ხოლო, როდესაც მან შეიტყო, რაში იყო საქმე, თავისი ლაბორატორიიდან „შავი ჭირის“ კონტეინერი გაიტაცა. ერთ-ერთი მცველის რაციას დაეუფლა, ტაიგაში შევიდა და დაიმალა. შემდგომ კი უსაფრთხოების სამსახურის უფროსს დაუკავშირდა და დაემუქრა – თუკი ჩემს შვილებს არ გამატანთ, მაშინ ამ კაფსულას მოსკოვში გავხსნიო. „კავკასიელი დოქტორის“ მოსკოვში ჩასვლა გამორიცხული იყო, რადგან 600 კილომეტრის რადიუსში მხოლოდ დაუსახლებელი ტაიგა იყო. ეს ინფორმაცია მაშინვე მოსკოვს შეატყობინეს და მოქმედების ბრძანებას ელოდნენ. ბრეჟნევი უკვე გარდაცვლილი იყო, ხოლო მის ადგილზე სულ რაღაც თვე-ნახევრის დანიშნული, „კაგებეს“ ყოფილი თავმჯდომარე იური ანდროპოვი. სწორედ მის გადაწყვეტილებას ელოდნენ. მან კი მოკლედ ბრძანა: „ლიკვიდაცია!“. ბრძანება დაუყოვნებლივ შესრულდა. „პოლიგონიდან“ 14 კილომეტრში მყოფ ისმაილოვს დისტანციურად აუფეთქეს კონტეინერი, რომელსაც ფარულად ახალი ტიპის მოწყობილობა ჰქონდა დამონტაჟებული, რაც საბრძოლო მოქმედებისთვის იყო გათვლილი. ისმაილოვი ადგილზევე დაიღუპა. ეპიდემია კი 100 კილომეტრის რადიუსში გავრცელდა და ირგვლივ მყოფი ყველა ცოცხალი არსება დაავადდა, რომელთაგან მხოლოდ ძალიან ცოტა გადარჩა ცოცხალი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

გიორგი ხიზანიშვილი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...