კრიმინალური ისტორიები

როგორ შეიქმნა საბჭოთა კავშირში ყრუ-მუნჯთა მაფია

№5

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 20.02

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

მუნჯების მაფია

მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა ოფიციოზი კატეგორიულად უარყოფდა ორგანიზებული დანაშაულის არსებობას, ხოლო 60-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირის ცეკას პირველმა მდივანმა ნიკიტა ხრუშჩოვმა ხმამაღლა, მთელი მსოფლიოს გასაგონად განაცხადა, მძიმე დანაშაული დავამარცხეთ და სახელმწიფოში მხოლოდ წვრილმანი დანაშაული, თანაც მცირე რაოდენობით თუ არსებობსო, ეს სიტყვები აბსოლუტური სიცრუე იყო. ქვეყანაში დანაშაულის ეს კატეგორია ყვაოდა. მოქმედებდა სხვადასხვა მაფია და მათ შორს, ეგრეთ წოდებული, ყრუ-მუნჯების მაფიაც. ამ კატეგორიის ადამიანები, ძირითადად, ქურდობით იყვნენ დაკავებული და თავიანთი განსაკუთრებული მდგომარეობით სარგებლობდნენ, ამიტომ მილიციას ძალიან უჭირდა მათთან გამკლავება. გარდა იმისა, რომ ყრუ-მუნჯები უზადოდ ფლობდნენ ჯიბის ქურდობისა და ბინების ძარცვის პროფესიას, ისინი გაუტეხელი, მტკიცე ნებისყოფის პროფესიონალები იყვნენ. გულმოდგინედ იცავდნენ წრიული თავდებობის კანონს და მხოლოდ უიშვიათეს შემთხვევაში აბეზღებდნენ თავისიანებს. ისინი კარგად ორგანიზებულ ჯგუფებად იყვნენ დაყოფილი და მთელ საბჭოთა კავშირში მოდებული. მათ ცენტრალური მმართველობა ჰქონდათ. ყრუ-მუნჯების ხელმძღვანელი ვინმე ტარას ლიბერმანი იყო. ეს 47 წლის მამაკაცი დაბადებიდან ყრუ-მუნჯი კი არ ყოფილა, მან მეტყველებისა და სმენის უნარი კანტუზიის შედეგად დაკარგა. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ლიბერმანი, სამხედრო მზვერავის პროფესიას ფლობდა და ოთხი საბრძოლო ორდენით იყო დაჯილდოებული. 1944 წელს ის ფრონტის წინა ხაზზე გადასვლის დროს ნაღმზე აფეთქდა. შემდეგ ის, როგორც ომისთვისა და სამწყობრო საქმიანობისთვის გამოუსადეგარი, ჰოსპიტალში მკურნალობის შემდეგ სახლში, მოსკოვში დააბრუნეს. ღვაწლმოსილ, ორდენოსან ომის ვეტერანს ცხოვრების თავიდან დაწყება მოუწია. თავისი მდგომარეობის გამო მას არანაირ სამსახურში აღარ იღებდნენ და ლიბერმანი მიზერული პენსიის იმედზე იყო. თუმცა, ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. ლიბერმანმა ყრუ-მუნჯთა ენა შეისწავლა, შემდეგ თავისნაირები შეკრიბა და მათ ორგანიზებულ-კრიმინალური დაჯგუფების შექმნა შესთავაზა. ლიბერმანი და „კოლეგები“ თავდაპირველად მხოლოდ მოსკოვში მოღვაწეობდნენ და მაღაზიების ძარცვით იყვნენ დაკავებული. შემდგომ კი დანაშაულის გეოგრაფია და სახეობა გააფართოვეს. ნიშანდობლივი კი ის იყო, რომ ყრუ-მუნჯებს ძალიან დიდი „ობშჩიაკი“ (საერთო სალარო) ჰქონდათ და მნიშვნელოვან ნაწილს ოქროთი და ძვირფასი თვლებით საიმედოდ ინახავდნენ. დანარჩენს კი ყრუ-მუნჯთა და მათი ოჯახების დახმარებაში ხარჯავდნენ. 1960-1970-იანი წლების მიჯნაზე ყრუ–მუნჯთა საერთო სალარო უკვე ძალიან იყო გაზრდილი და ამის შესახებ საკავშირო მილიციის კორუმპირებული მაღალჩინოსნებისთვის გახდა ცნობილი.

აგენტი „ციცერონი“

საკავშირო სისხლის სამართლის სამძებროს ერთ-ერთი ხელმძღვანელი პოლკოვნიკი ვიქტორ ზაევი იყო. ეს ადამიანი ძალიან ახლოს იყო მინისტრ ნიკოლაი შჩოლოკოვთან და მისი მფარველობითაც სარგებლობდა. ზაევი უკიდურესად კორუმპირებული ადამიანი იყო და ნებისმიერ უკანონობაზე აწერდა ხელს. სწორედ ზაევმა მიიღო უტყუარი ინფორმაცია ყრუ-მუნჯთა ზღაპრული „ობშჩიაკის“ შესახებ და გადაწყვიტა მას დაუფლებოდა. ეს კი უკანონო საქციელი იყო და კანონით მკაცრად ისჯებოდა. ამიტომ ზაევმა არალეგალურად მოქმედება გადაწყვიტა. საიმედო კორუმპირებული ხელქვეითებისგან სპეციალური ჯგუფი შექმნა და ტარას ლიბერმანზე 24-საათიანი თვალთვალი დააწესა. თუმცა, ამან შედეგი ვერ გამოიღო. ოპერები, მართალია, ყველგან დაჰყვებოდნენ ლიბერმანსა და იმ ადამიანებს, ვისაც ის ხვდებოდა, მაგრამ მუნჯების ენა არ იცოდნენ და მათი საუბრებიდან ვერაფერს იგებდნენ. მაშინ ზაევმა ყრუ-მუნჯ ბავშვთა სკოლაში მასწავლებელი, 32 წლის მიხეილ ზორინი მოძებნა. ეს ადამიანი არა მარტო საუცხოოდ ფლობდა მუნჯურ ჟესტებს, არამედ ტუჩების მოძრაობაზე დაკვირვებით შეეძლო, საუბრის შინაარსი გაეგო. ზაევმა მიხეილ ზორინს ათასი რუბლი გადაუხადა და დაავალა, ყრუ-მუნჯთა მაფიის უფროსის შეხვედრებს მალულად დასწრებოდა. გაეგო მათი საუბრების შინაარსი და ზაევისთვის გაშიფრული სახით წარედგინა. პოლკოვნიკმა ზორინს ირონიულად აგენტი „ციცერონი“ შეარქვა. ათასი მანეთი იმ წლებში ძალიან მსუყე თანხა იყო და ზორინი სიამოვნებით არსულებდა ზაევის მითითებებს. ორკვირიანი მუშაობის შემდეგ ზორინმა პოლკოვნიკს აუწყა, რომ ლიბერმანი ვიღაც უცნობს შეხვდა და უბრძანა, რომ ძვირფასი ნივთები სეიფში შეენახა. ეს სეიფი კი მოსკოვის ცენტრში, მცირე არბატზე მდებარეობდა. როდესაც ზაევის ხელქვეითები აღნიშნულ მისამართზე მივიდნენ, იქ ვიღაც პროფესორი ცხოვრობდა და ბინაში არანაირი „ობშჩიაკის“ სეიფი არ მდებარეობდა. პოლკოვნიკი მიხვდა, რომ ზორინმა ის მოატყუა. ამას ისიც დაემატა, რომ თავად ზორინიც გაქრა. აღმოჩნდა, რომ ზორინმა მართლაც შეიტყო „ობშჩიაკის“ ერთი ნაწილის შესანახი ადგილის მდებარეობა, თავად დაეუფლა ძვირფასეულობას და მოსკოვიდან გაიქცა. ზორინზე არალეგალური ძებნა გამოცხადდა და მას ჯერ მოსკოვში, შემდგომ კი მის გარეთაც ეძებდნენ. საბოლოოდ ზორინი „კაგებემ“ დააპატიმრა ქირურგი-კოსმეტოლოგის დაბეზღებით. ზორინს უნდოდა, პლასტიკური ოპერაცია გაეკეთებინა და ცხოვრება ახალი სახით გაეგრძელებინა, მაგრამ „კაგებესთან“ მოთანამშრომლე ქირურგმა დააბეზღა. ის დააპატიმრეს, „ობშჩიაკის“ ნაწილი ჩამოართვეს და 6 წლით ციხეში ჩასვეს. დააპატიმრეს პოლკოვნიკი ზაევიც, მისი ჯგუფის წევრებიც და ციხეში სხვადასხვა ვადით გაამწესეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №4

27 იანვარი - 2 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა