კრიმინალური ისტორიები

როგორ ნადირობდა ჩრდილოეთ კორეა და საბჭოთა კავშირი ქართველ ექიმ-ტოქსიკოლოგზე

№52

ავტორი: ნიკა ლაშაური 16:00 06.01, 2022 წელი

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

მთავარი გმირების ვინაობები შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს.

საიდუმლო მივლინება

1973 წლის ივლისში 30 წლის პავლე კოკაია ჩრდილოეთ კორეაში (კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა) სამუშაო მივლინებაში გაგზავნეს. კოკაია პროფესიით ექიმი-ეპიდემიოლოგი იყო და ამ პროფილის სასწავლებელი უშიშროების ეგიდით ჰქონდა დამთავრებული, ანუ კოკაია ამ სისტემაში არსებულ განსაკუთრებულ საიდუმლო ცოდნას იყო დაუფლებული, ისეთს, რაც მსგავსი პროფილის სამოქალაქო სასწავლებლებში არ ისწავლებოდა. 30 წლის ახალგაზრდას მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი ჰქონდა დაცული და საბჭოთა კავშირში ამ პროფილის ერთ-ერთ საუკეთესო და პერსპექტიულ სპეციალისტად მიიჩნეოდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ კორეა საბჭოთა კავშირის პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფო იყო, იქ მოხვედრა მაინც გამონაკლის შემთხვევებში შეიძლებოდა. ჩრდილოეთ კორეა ყველაზე დახურული სახელმწიფო იყო, ამიტომ იქ ჩამსვლელებს საგულდაგულოდ ამოწმებდნენ. ფხენიანში გამგზავრების წინ კოკაია „კაგებეს“ შეფს, ანდროპოვს შეხვდა და მისგან დარიგება მიიღო.

– იცოდეთ, რასაც იქ ნახავთ და აითვისებთ, ყველაფერი ზედმიწევნით უნდა დაიმახსოვროთ და უკან რომ დაბრუნდებით, აქ გამოიყენოთ. ამასთან, მასპინძლებს წამიერი ეჭვიც კი არ უნდა აღეძრათ, რომ ჩვენი უწყების თანამშრომელი ხართ. მივლინება საიდუმლოა და სიტყვაც კი არავისთან უნდა დაგცდეთ, – დამოძღვრა ანდროპოვმა კოკაია და კაბინეტიდან გამოისტუმრა.

ჯოჯოხეთური ექსპერიმენტები

პავლე კოკაიას ოფიციალურ საბუთებში ეწერა, რომ მისი ჩრდილოეთ კორეაში გაგზავნის მიზეზი სამედიცინო დარგში გამოცდილების ურთიერთგაზიარება იყო. სინამდვილეში კი კოკაია ჩრდილოკორეელი კოლეგების უახლეს მიღწევებს უნდა გასცნობოდა. მიუხედავად ამ ქვეყნის დახურული სისტემისა, ცნობილი იყო, რომ ჩრდილოეთ კორეას მედიცინის დარგში დიდი მიღწევები ჰქონდა, განსაკუთრებით კი, ეპიდემიოლოგია-ტოქსიკოლოგიის კუთხით. ეს არც იყო გასაკვირი, რადგან კორეელები ცოცხალ ადამიანებზე ატარებდნენ საჭირო ექსპერიმენტებს. ასეთი რამ კი ათასჯერ უფრო ქმედითი იყო, ვიდრე ვირთხებზე ჩატარებული ცდები. საცდელ მასალად კი ჩრდილოელები, სამხრეთ კორეელ ტყვებსა თუ თავიანთ მსჯავრდებულ მოქალაქეებს იყენებდნენ. ამისთვის მათ პასუხს არავინ სთხოვდა და მათი ამ დარგის მეცნიერებები ამიტომაც ვითარდებოდა ეფექტურად და სწრაფად. „კაგებეში“ ეს ცნობილი იყო და კოკაია ამიტომაც მიავლინეს ჩრდილოეთ კორეაში. საბჭოთა უშიშროებისთვის მსგავსი პრაქტიკა „უცხო ხილი“ არ ყოფილა და მას სხვადასხვა სფეროში იყენებდნენ.

სრული შოკი

დანაშაულის ადგილზე ჩასულ კოკაიას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა ჩრდილოკორეულ ჯოჯოხეთურ ექსპერიმენტებზე. ამიტომ, როდსაც საქმის არსს გაეცნო, სრული შოკი მიიღო. მას მაშინვე გაუჩნდა უკან დაბრუნების სურვილი, თუმცა, გაახსენდა რა ანდროპოვის დამოძღვრა, საკუთარი გრძნობები დაძლია და დემარშისგან თავი შეიკავა. პავლე იძულებული გახდა, აქტიური მონაწილეობა მიეღო ადამიანებზე ჩატარებულ ექსპერიმენტებში. თუმცა იმ დღეზე ოცნებობდა, როდესაც საბჭოეთში დაბრუნდებოდა და გადაწყვეტილი ჰქონდა, ჩრდილო კორეისკენ არც კი გაეხედა. მიუხედავად ყველაფრისა, ჩრდილო კორეაში კოკაიამ 4 წელი იმუშავა და 1977 წლის სექტემბერში მოსკოვში დაბრუნდა. წესით, კოკაია კიდევ 2 წლით უნდა გამგზავრებულიყო ჩრდილოეთ კორეაში. თუმცა მან იმდენი ქნა, რომ მიღებული ცოდნის რეალიზაციის საბაბით, საბჭოთა კავშირში დარჩა და „კაგებეს“ საიდუმლო ლაბორატორიას ჩაუდგა სათავეში. პავლემ მძლავრი ტოქსიკურ-ეპიდემიოლოგიური ლაბორატორია ჩამოაყალიბა, თუმცა, რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, მით უფრო მეტად ქენჯნიდა სინდისი და გადაწყვიტა, საზღვარგარეთ გაექცეულიყო და კორეელები და საბჭოელები ემხილებინა იმ მიზნით, რომ მსგავსი ჯოჯოხეთური ექსპერიმენტები შეწყდებოდა.

ფუჭი იმედები

1978 წლის დეკემბერში 35 წლის პავლე კოკაიამ ამერიკის შეერთებულ შტატებში გაქცევა მოახერხა. ის დაუკავშირდა მოსკოვში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს. წერილით გააცნო საკუთარი თავი და შტატებში გამგზავრებისა და მოქალაქეობის უფლება ითხოვა. ამერიკის დაზვერვამ შეისწავლა კოკაიას თხოვნა, დაადგინეს, თუ ვისთან ჰქონდა საქმე და 30 დეკემბერს მოსკოვიდან ჯერ ჰამბურგში გააპარეს, შემდგომ კი შტატებში ჩაიყვანეს. თუმცა კოკაიას იმედები არ გამართლდა. იმის ნაცვლად, რომ გაქცეულს მხილებაში დახმარებოდნენ, ის უკვე ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის დახურულ ლაბორატორიაში გაამწესეს. უზარმაზარი ხელფასი დაუნიშნეს და უკვე შტატების სასარგებლოდ ამუშავებდნენ. თავს ზემოთ ძალა აღარ იყო. ჩრდილოეთ კორეასა და საბჭოეთს კოკაიაზე ნადირობა ჰქონდათ გამოცხადებული. მისი დაცვა კი მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს შეეძლო და კოკაია ბედს დაემორჩილა. ამერიკაში მან უმძლავრესი საიდუმლო ლაბორატორია შექმნა და 30 წლის განმავლობაში დიდი წარმატებით ხელმძღვანელობდა. 2008 წელს ის პენსიაზე გავიდა. 2009 წელს კი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა ნიუ-იორკში და იქვეა დაკრძალული.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი