კრიმინალური ისტორიები

როგორ გადაიფორმა ქართველი მილიონერის ქონება კრიმინალმა ქალმა

№48

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

პუბლიკაციაში მოხსენიებული ყველა მონაწილის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს.

ანდერძი

2008 წლის მარტში თბილისში ცნობილი ბიზნესმენი კარლო ხონელიძე გარდაიცვალა. ის 61 წლის იყო და სამრეწველო საქონლის მსხვილ კომპანიონად ითვლებოდა. მილიონერი ბიზნესმენი დიდი მექალთანე იყო და შვილი არასოდეს ჰყოლია. მას არც ახლო ნათესავი ჰყავდა. დედისერთა იყო. ცოლი კი 58 წლის ასაკში მოიყვანა. მასზე 30 წლით უმცროსი, 28 წლის ლეილა გალდავა მას მერე ჩაუწვა ლოგინში ხონელიძეს, როდესაც მასთან ოფიციალურად მოაწერა ხელი. გალდავა ოთხკაციანი კრიმინალური ბანდის წევრი იყო, რომელსაც რომან ბობოქრიშვილი ხელმძღვანელობდა. მათ გარდა ბანდაში, ასევე, გაერთიანებული იყვნენ ჟანა კარნავალოვა და ალისა ცუხიშვილი. ბობოქრიშვილი ქალებს, ძირითადად, სატყუარად იყენებდა. გოგონები მდიდარ კლიენტს ეცნობოდნენ, „მოხიბლავდნენ“, შემდეგ მათ სახლში ორ-სამ დღეს ატარებდნენ და ამ დროის განმავლობაში საკეტების ანაბეჭდებს იღებდნენ. რომან ბობოქრიშვილი კი გასაღების ასლებს ამზადებდა და როდესაც ბინის პატრონი სახლში არ იმყოფებოდა, „ბაითს“ პირწმინდად „ასუფთავებდა“. თავდაპირველად კარლო ხონელიძესაც მსგავს გაძარცვას უპირებდნენ. თუმცა, როდესაც ნათელი გახდა, რომ მილიონერის სახლის გაქურდვა შეუძლებელი იყო, რომან ბობოქრიშვილმა თავის საყვარელს უთხრა:

– ლეილა, ქურდობა არც გამოდის და თან, „მელკი“ საქმეა. მოდი, ასე ვქნათ: შენ ეგ ბებერი მილიონერი შეაბი, ცოლად გაჰყევი. შემდეგ კი მისი ქონება გადაიფორმე და მე და შენ ბედნიერად ვიცხოვროთო.

– მილიონერს რა ვუყოთ? – იკითხა ლეილამ.

– საიქიოში გავისტუმროთ.

– მოვკლათ?

– ჰო. საწამლავს ჩავუყრით სასმელში და ვერანაირი ექსპერტიზა ვერ დაადგენს მკვლელობას.

– გოგოები? ჟანას და ალისას რას უპირებ?

– მაგათი ჩათლახი დედაც... თავისი გზით წავლენ. რა მაგათი საქმეა? არაფერს ვეტყვით.

ლეილა მაშინვე დაეთანხმა რომან ბობოქრიშვილს, მოხერხებულად იმოქმედა და ხონელიძეზე დაქორწინდა. თუმცა, ქალმა ვერაფრით შეძლო, მილიონერი აეძულებინა, რომ ქონების რაიმე ნაწილი მაინც გაეფორმებინა მასზე. ხოლო, როდესაც ლეილა აღარ მოეშვა ქმარს, ხონელიძემ ცოლს ანდერძი წააკითხა, რომელშიც ეწერა: „ჩემი გარდაცვალების შემთხვევაში, მთელი ჩემი ქონება მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაეცეს ლეილა გალდავას, თუკი ჩემი სიკვდილი იქნება ბუნებრივი და არა ძალადობრივი...“

ხონელიძის მილიონები

მას მერე, რაც ბობოქრიშვილმა შეიტყო ხონელიძის ანდერძის შინაარსი, სიხარულით წამოიძახა:

– ლეილა, ტუზი დაგვეცა და ეგაა! ახლა საქმეში სპეციალურ საწამლავს ჩავრთავ. შენ რომანტიკულ საღამოს მოაწყობინებ შენს ქმარს სახლში. კონიაკში საწამლავს ჩაუყრი. საწამლავს კი მე მოგცემ, ექსპერტიზა ორგანიზმში მის არსებობას ვერ დაიდგენს. დალევს თუ არა, მაშინძე „დაიბრიდება“. შენ სუფრას აალაგებ და ფაქტებს მოსპობ. მის გვამს კი საწოლში ჩააწვენ და ყველა ექსპერტი იტყვის, რომ გულმა „ხია“ და ამით „დაიბრიდა“, ეს კი ბუნებრივი სიკვდილია და ანდერძის მიხედვით, მთელი მისი ქონება შენს მფლობელობაში გადმოვა.

გალდავამ ზუსტად შეასრულა ბობოქრიშვილის მითითება. ქმარი მოწამლა. ფაქტები მოსპო. მეორე დილას კი სასწრაფო გამოიძახა და როდესაც ექიმებმა თქვეს, როგორც ეტყობა, გულმა ძილში დაარტყა და ღამით გარდაიცვალაო, ლეილამ მოთქმა დაიწყო და გულისწასვლამდე კიოდა.

მილიონერის ქონების გადაფორმებას ცხრა თვე დასჭირდა. ამ დროის განმავლობაში ექვსი სხვადასხვა ექსპერტიზა ჩატარდა. ყველამ ბუნებრივი სიკვდილის დასკვნა დადო და კარლო ხონელიძის ქონების განკარგვის უფლება ლეილა გალდავას გადაეცა.

წინასწარი შეთანხმებიდან გამომდინარე, გალდავამ ნელ-ნელა ქმრის ქონების გაყიდვას მიჰყო ხელი. ექვსი თვის განმავლობაში ხონელიძის ქვრივმა სამი უძრავი ქონება გაყიდა და სულ 2 მილიონი დოლარი დაუგროვდა. როდესაც ანგარიშზე ბოლო თანხაც ჩაირიცხა, გალდავამ ბობოქრიშვილს დაურეკა და უთხრა:

– რომან, ამ სახლის ფულიც დამიჯდა. ხვალ დილით უნდა წამოვიდე და რა ქენი, როდით მივფრინავთ მალდივებზე?

– შუადღეზე მივფრინავთ. ხვალ დილის 9 საათზე გამოგივლი და მზად დამხვდი, – მიუგო გალდავას ბობოქრიშვილმა.

მეორე დღეს ლეილა გალდავა ტყუილად ელოდა რომან ბობოქრიშვილს. რომანი არ ჩანდა და ტელეფონიც გათიშული ჰქონდა. ლეილამ საბანკო ანგარიში შეამოწმა და როდესაც იქ ერთი ცენტიც არ აღმოჩნდა, ჭკუიდან შეიშალა და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაამწესეს. მეორე დღეს კი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა რომან ბობოქრიშვილის წინააღმდეგ და მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა.

ლეილა გალდავა 2010 წელს გარდაიცვალა ფსიქიატრიულში. იმავე წელს რომან ბობოქრიშვილი შეერთებულ შტატებში დააპატიმრეს ორმაგი მკვლელობის შეკვეთისთვის და მას 35 წელი მიუსაჯეს. მილიონერ კარლო ხონელიძის მილიონები კი გაუჩინარდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი