კრიმინალური ისტორიები

როგორ აპირებდა იაპონიაში გაქცევას ნაძარცვი ფულით თბილისელი მოლარე

№11

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 23.03, 2023 წელი

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

ძარცვა

1969 წლის აპრილის დასაწყისში მოსკოვში, კარამზინის შესახვევში მდებარე შემნახველი სალარო გაძარცვეს. ღამის 2 საათზე მთელ რაიონში შუქი გაითიშა. სალაროს ავტონომიური კვება 2 წუთში ჩაირთო. არასაუწყებო დაცვის თანამშრომლები კი 3 წუთში მივიდნენ სალაროში, ბაგრამ უკვე გვიან იყო. ტონანახევრიანი ცეცხლგამძლე სეიფი მათ ადგილზე აღარ დახვდათ. როგორც მოგვიანებით გამოძიებამ დაადგინა, სალაროში შევარდა „რაფის“ მიკროავტობუსი, სეიფი მასში ჩადეს და გაიტაცეს; ცეცხლგამძლე სეიფში მილიონ 250 ათასი მანეთი, 135 ათასი გერმანული მარკა და 600 ათასი მანეთის ობლიგაციები იყო განთავსებული. საგამოძიებო ექსპერიმენტი რომ ჩაატარეს გაირკვა – მთელ ამ კრიმინალურ ოპერაციას: „რაფით“ შევარდნა, დატვირთვა და გაქცევა) 50 წამი დასჭირდა. გამოძიების ვარაუდით, ადგილზე 3-4 ბოროტმოქმედი იმყოფებოდა და მათ გორგოლაჭიანი საკაცე ჰქონდათ, რომლის მეშვეობითაც სეიფი მიკროავტობუსში შეიტანეს. „რაფი“ მეორე დღესვე აღმოაჩინეს მდინარე იაუზას ნაპირზე. დადგინდა, რომ ავტომობილი გატაცებული იყო მეორე ავტოპარკიდან და პატრონები მას უკვე ხუთი დღე ეძებდნენ. ავტომობილი ამ ხნის განმავლობაში საიმედოდ იყო გადამალული. აშკარა იყო, რომ მოქმედებდა კარგად ორგანიზებული მძარცველთა ბანდა, დაახლოებით, 7-9 ადამიანის შემადგენლობით.

კომპლექსური გამოძიება

ძარცვის საქმეს „მურის“ (მოსკოვის სისხლის სამართლის სამძებრო) საუკეთესო მაძებრები იძიებდნენ. მათ შეადგინეს ძარცვის სქემა. მის მიხედვით რაიონის ელექტროგამანაწილებელ ქსელში მოკლე ჩართვა (რასაც შუქის გათიშვა მოჰყვვა) ბოროტმოქმედებმა განახორციელეს და ძალიან მოკლე დროში ჩაეტიენ. ქსელის შამოწმებამ დაადასტურა გამოძიების ვარაუდი – ერთ-ერთი კაბელი გადაჭრილი აღმოჩნდა. ეს კი იმაზე მიუთითებდა, რომ მათ ხელის შემწყობი ელექტროგამანაწილებელი სისტემის თანამშრომელთა შორის ჰყავდათ. ჩატარდა ეფექტური შემოწმება და დააპატიმრეს ვინმე იური ორდეევი. ის 46 წლის იყო. მაღალი კლასის ელექტრიკოსი. თუმცა ლოთი და სამსახურიდან მხოლოდ იმიტომ არ აგდებდნენ, რომ მასზე კარგი სპეციალისტი არ ჰყავდათ. ორდეევმა აღიარა, რომ ძარცვის ღამეს სწორედ მან გათიშა რაიონში ელექტროენერგია. ეს კი იმიტომ გააკეთა, რომ ვიღაც კაცმა მას უთხრა, თითქოს ათასმანეთიანი ნაძლევი ჰქონდა დადებული, რომ შუქი ზუსტად გაითიშებოდა ღამის 2 საათზე და თუ ამას გააკეთებ, ნახევარს (500 მანეთს) შენ მოგცემო. ორდეევმა გამომძიებლებს აუწერა უცნობის გარეგნობა და „მურში“ სიტყვიერი პორტრეტი შეადგინეს. თუმცა ის არცერთ რეგისტრირებულ დამნაშავეს არ მოერგო, რომლებიც „მურის“ კარტოთეკაში ინახებოდა. გარდა ელექტომომარაგების ქსელისა, „მურმა“ გაძარცვულ შემნახველ სალაროს თანამშრომელთა გადამოწმებაც დაიწყო. მაძებრები ვარაუდობდნენ, რომ ბოროტმოქმედებს სალაროშიც ჰყავდათ თანამზრახველი. ეს კი იმიტომ იფიქრეს, რომ სწორედ იმ დღეს გაიძარცვა სალარო, როდესაც იქ უზარმაზარი თანხა ინახებოდა. დადგინდა, რომ ეს ინფორმაცია იცოდა თავად სალაროს მმართველმა, უფროსმა მოლარემ და ორმა რიგითმა მოლარემ, რომელთა შორის ერთ-ერთი მამაკაცი იყო, ვინმე კონსტანტინე შუბინი. სწორედ შუბინზე მიიტანეს ეჭვი, რადგან შუბინის შემოწმებამ ცხადყო, რომ მცირე რაოდენობის თანხის გაფლანგვის გამო მას 2 წელი ციხეში ჰქონდა გატარებული. მართალია, ნასამართლობა ოფიციალურად არ ეწერა საბუთებში, თუმცა საარქივო გადამოწმებამ ეს ფაქტი „ამოაგდო“. შუბინი დააკავეს და საკმაოდ მკაცრადაც დაჰკითხეს. თუმცა, ის ყოველგვარ კავშირის უარყოფდა მომხდარ დანაშაულთან. გამოძიება სხვა კომპლექსურ ღონისძიებებსაც ახორციელებდა, მაგრამ დადებითი შედეგი არ ჩანდა.

ინფორმაცია

ძარცვიდან 8 დღის შემდეგ, „მურის“ ოპერატიულ მორიგეს უცნობმა დაურეკა და შემნახველ სალაროში განხორციელებული ძარცვის მონაწილეების ვინაობები და საცხოვრებელი მისამართები აცნობა. ოპერატიულმა ჯგუფმა, სულ რაღაც, 2 საათის განმავლობაში დააპატიმრა მძარცველები, სულ 7 ბოროტმოქმედი. ბანდის 6 წევრი სპორტსმენი იყო (მოკრივეები და ძალოსნები), ხოლო მეთაური კი – სპორტის ოსტატი აკაკი მელია, რომელიც ტანვარჯიშის მწვრთნელად მუშაობდა. დაპატიმრებულებს ნაძარცვი ფული არ აღმოაჩნდათ. მელიამ კი ინტენსიური დაკითხვის შემდეგ აღიარა, რომ „ნაკოლი“ მას შემნახველი სალაროს უფროსმა მოლარემ გალინა ვართანოვამ მისცა. ვართანოვა რომ მოიკითხეს, მას ვერსად მიაგნეს. მელია ვართანოვას საყვარელი იყო და ნაძარცვი ფული ქალთან ინახებოდა. უკვე აშკარა იყო, რომ მძარცველები ქალმა „ჩაუშვა“, თავად კი ნაძარცვთან ერთად მიიმალა. 36 წლის გალინა თბილისელი იყო და მასზე საკავშირო ძებნა გამოცხადდა. თუმცა მისი კვალი არ ჩანდა. შედგა სასამართლო და მძარცველებს 12-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ვართანოვას კი დაუსწრებლად გამოუტანეს 15-წლიანი პატიმრობის განაჩენი. ძებნამ მხოლოდ 9 თვის შემდეგ გამოიღო შედეგი და გალინა ვართანოვა კრასნოიარსკში იმ დროს დააპატიმრეს, როდესაც ერთ-ერთ ტანკერზე ადიოდა და იაპონიაში უნდა გამგზავრებულიყო. მასვე აღმოაჩნდა ნაძარცვი თანხაც.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი