იუმორი

ვის ახრჩობდა ოთარ მეღვინეთუხუცესი ზღვაში

№13

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 06.04, 2021 წელი

ოთარ მეღვინეთუხუცესი
დაკოპირებულია

ერთი რუსი ქალი თავისი აღტაცებით სულს ართმევდა გურანდა გაბუნიას – ეს რა ლამაზი ქმარი გყავს, რა წარმოსადეგი, მშვენიერი და თანაც როგორი წყნარი და მშვიდიო... – დიახ, ქალბატონო, ოთარი ისეთი წყნარია, ისეთი მშვიდი... თავის სიცოცხლეში, როლების გარდა, ერთი ხმამაღალი სიტყვა არ უთქვამს, – დაუღალავად უმეორებდა გურანდა. და ერთხელაც გურანდა გაბუნიას ესმის ამ ქალბატონის ხმა... – უშველეთ!... ახრჩობს!.. – ვინ, ვის, სად?! – თქვენი ქმარი ვიღაც კაცს ზღვაში ახრჩობს!.. – დაახრჩობს, – თავზარი ეცემა გურანდას და გარბის. მიუსწრო და როგორც იქნა, ხელიდან გამოსტაცა ის უბედური. თურმე, ეს არავის მცნობი და ყველასთვის უცნობი რუსი, ძალიან გაბრაზებულა, ამ ზღვის ნაპირზე – საგზურთან ერთად, თავისთვის ნაყიდი რომ ეგონა, ქართველების სიმრავლე-სილაღით და გაცეცხლებულ გულზე ეს მდუმარედ მოსიარულე, ცისფერთვალება მეღვინეთუხუცესიც თავისიანი ჰგონებია. ამიტომაც, როგორც თანამზრახველს, ისე გამოტყდომია: რა კარგი იქნებოდა აქაურობა, ეს ქართველები რომ მოისპობოდნენ აქედანო... – აჰა... ქართველები საკუთარ მიწაზეც შენ გიშლიან ხელსო და... პირდაპირ ზღვაში უკრა თურმე თავი და აღარ უშვებს, – ისეთ ადგილას გაგაგზავნი, ქართველებისგან სამუდამოდ დაისვენებო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი