იუმორი
ვინ დაწვა ჯორდანო ბრუნო
№25
ავტორი: ნიკა ლაშაური 23:00 29.06, 2021 წელი

მოჭიდავე მუხრან ვახტანგაძე იხსენებს:
„ავსტრალიაში, სიდნეის ოლიმპიურ თამაშებზე ვართ. შეჯიბრებები რომ დასრულდა, ბიჭები ვსხედვართ და ვერთობით. ვინაობას არ დავასახელებ და ერთი ჩვენი კოლეგა ამბობს:
– რა არის ეს ცხოვრება, მუხო...
– ჰო, რა იყო-მეთქი, – ვკითხე.
– რა და, აი, ამის (ავსტრალიის) იქით რომ გავფრენილიყავით, ხრამში გადავიჩეხებოდითო, – თქვა.
რომ ვკითხე, რატომ-მეთქი, გაოცებულმა მიპასუხა:
– ბიჭო, რუკა არ გაქვს ნანახი?
მე კი ვუთხარი:
– შენ გლობუსი არ გინახავს. შენნაირებმა დაწვეს ჯორდანო ბრუნო-მეთქი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან