იუმორი
ვაის გავეყარე და უის შევეყარე
№11
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 25.03
გიორგი უშიკიშვილი ყვება:
ეს ისტორია ერთმა კაცმა მომიყვა; თურმე, კახეთშია მაგარ სუფრაზე. ეს ისეთი სუფრაა, როდესაც ვინ-ვის ლოგინში წვება და სად იძინებს კაცმა არ იცის, მთავარია დაიძინოს. მოკლედ ეს კაციც ასულა მეორე სართულზე დაუთვალიერებია იქაურობა. ბლომად ხალხი იწვა, გათიშულები. სადღაც მიწვა და დაიძინა. დილით რომ გაუღვიძია, უნახავს, რომ გათიშულ მთვრალს ჩაუფსამს. ფიქრობს, რა ვქნაო. მიიხედ-მოიხედა და მძინარე პატარა ბავშვი დაინახა. უფიქრია, ამ ბავშვს დავაბრალებო. აუყვანია, ეს ბავში ფრთხილად თავის ჩაფსმულ ლოგინში დაუწვენია. თვითონ კი მის ლოგინში დაწვა და დაიძინა. ცოტა ხნის შემდეგ გამოეღვიძა და რას ხედავს? იმ ლოგინში ბავშვის ჩასვრილი ყოფილა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





