იუმორი
უცნაური კომბინაციები
№31
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 13.08

გელა ჩარკვიანი იგონებდა:
„ახალგაზრდობაში მეგობრებთან ერთად გვარ-სახელების იმ დროისათვის უცნაურ კომბინაციებს ვიგონებდით. ისეთებს, როგორიცაა ჟუჟუნა კასავუბუ, ნათია ბაბანგიდა, ბერდია ლანკასტერი, მორტიმერ ხალვაში, საირუს ჩარკვიანი, ლიკა დობერმანი, ნენსი ბურძგლა და რადიარდ ცქიტიშვილი. მაშინ თავში აზრად არ მომივიდოდა, რომ მომავალში ამდაგვარი გვარ-სახელის მქონე რეალური ადამიანები გაჩნდებოდნენ. პირველი ასეთი ახალგაზრდა იყო ნოდარ უესტი, ჩემი მეგობრის, თამარ ჩოფიკაშვილისა და მისი დანიელი ასტრონომი მეუღლის რიხარდ უესტის ვაჟი. ასეა, გლობალიზაცია, ცარიელი სიტყვა არ გეგონოთ, ზვავივით მოექანება, თუმცა, ვერაფერს დაგვაკლებს, მაგრები ვართ.“
სიახლეები ამავე კატეგორიიდან