იუმორი

უკვდავი ერთი ლექსი

№12

ავტორი: „თბილისელები“ 21:00

გალაკტიონი
დაკოპირებულია

დამწყებმა პოეტმა ლექსებით სავსე საქაღალდე გადასცა გალაკტიონს და მორიდებით იკითხა, პასუხისთვის როდის მოვიდეო.

– საროდისო რა გვჭირს, ძამიკო, ორი პოეტი ვართ აგერ, დავსხდეთ და ვილაპარაკოთ, – ღიმილით უთხრა გალაკტიონმა.

საქაღალდე გადაშალა, კითხვას შეუდგა. კარგა ხანს თავი არ აუღია, მერე ჩაეცინა – თურმე, ერთგან ახალგაზრდა ავტორი ჩიოდა, ლექსი ბევრი მაქვს, მაგრამ ის ერთადერთი ლექსი ვერ ამოვთქვი, ვერ მოვიხელთეო.

– ეს კარგი დაგიწერია, ბიძიკო, – თქვა გალაკტიონმა, – ჩვენს პოეტებს ახლა ერთი ლექსი იშვიათად აქვთ, ერთი ლექსი უკვდავებაა...

ზოგჯრ ტაშს დახარბებულ პოეტებს გალაკტიონი ასე აქეზებდა:

– გადით სცენაზე, წაუკითხეთ ხალხს ერთი ლექსი... თუ გაქვთ ასეთიო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი