ცნობილთა უცნაურობანი
ავტორი: „თბილისელები“ 11:00
ფრანც კაფკა
* მსახურობდა ჩვეულებრივ კლერკად. თანამედროვე განზომილებით იყო სტანდარტული უიღბლო ადამიანი, ოფისის „პლანქტონი“;
* მომავალი მწერლის ბაბუა იყო ყასაბი, ხოლო თვითონ ვეგეტარიანობის მკაცრი მიმდევარი;
* მთელი ცხოვრების განმავლობაში მწერალმა შეძლო სულ რამდენიმე მოთხრობის გამოქვეყნება, რომლებიც ასევე, შეუმჩნეველი დარჩა საზოგადოებისთვის. სიკვდილის წინ მან სთხოვა თავის ანდერძის აღმსრულებელს, რომ თავიდან მოეშორებინა ყველა ხელნაწერი, თუმცა მომაკვდავის ნებას ასრულება არ ეწერა. ასე იქცა ფრანც კაფკა სიკვდილის შემდეგ საქვეყნოდ ცობილ მწერლად.
ჯორჯ ბაირონი
* ბაირონი იყო პირადი უნიკალური კოლექციის მფლობელი – ის ინახავდა თმის კულულებს, რომლებიც მისი საყვარელი ქალების ინტიმური ადგილებიდან ჰქონდა მოჭრილი;
* დიდი პოეტი ძალზე მიდრეკილი იყო სიმსუქნისკენ, კოჭლობდა. იყო მოსიყვარულე, ზოგიერთი მონაცემით, ერთი წლის განმავლობაში ვენეციაში ყოფნისას კოჭლმა და ჩასუქებულმა ბაირონმა მშვენიერი სქესის 250 წარმომადგენელი გააბედნიერა;
* ბაირონი მრავალი წლის განმავლობაში მანიაკურ-დეპრესიული ფსიქოზით იტანჯებოდა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




