იუმორი

ცხვირით შესრულებული პიესა

№52

ავტორი: „თბილისელები“ 21:00 09.01

გაიღიმეთ...
დაკოპირებულია

ერთხელ მოცარტმა გადაწყვიტა, თავის მეგობარზე, ჰაიდნზე გაეხუმრა. ნოტები მიუტანა და უთხრა:

– მე ისეთი რამ დავწერე კლავისინისთვის, რომელსაც ამქვეყანაზე, ჩემ გარდა, ვერავინ შეასრულებსო.

მაშინ იოზეფ ჰაიდნი კლავესინს მიუჯდა, ნოტები წინ დაიდო და დაკვრა დაიწყო, მაგრამ უცბად შეჩერდა.

როგორც ჩანდა, მოცარტს რამდენიმე ნოტი კლავიატურის შუაგულში ისე ჰქონდა დაწერილი, რომ მარჯვენა უკრავდა მაღალ რეგისტრში, ხოლო მარცხენა (ბასში) და მაშინ ჰაიდნმა წამოიყვირა: არავის შეუძლია ამის დაკვრა მხოლოდ ორი ხელით. აქ მესამე ხელიცაა საჭიროო.

მოცარტმა, კმაყოფილმა თავისი ხუმრობით, გაიცინა, კლავისინს მიუჯდა და შეასრულა პიესა ზუსტად ისე, როგორც დაწერილი ჰქონდა, კლავიატურის შუაგულში რთული ნოტები კი... ცხვირით აიღო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი