ტესტი ცოლქმრობაზე
ავტორი: „თბილისელები“ 22:00 23.03, 2023 წელი

გამოცდა სარეჟისორო ფაკულტეტზე ВГИК-ში.
– დავუშვთ, ქალი და მამაკაცი მივიდნენ სტუმრად. როგორ უნდა ვაფიქრებინოთ მაყურებელს, რომ ისინი ცოლ-ქმარია?
ერთ-ერთი სტუდენტი.
– ქალი მამაკაცს ჰალსტუხს უსწორებს.
– ხომ შეიძლება, ის მისი მდივანი იყოს?
სხვა სტუდენტი:
– ქალი შესასვლელში ნაზად კოცნის მამაკაცს.
– მაგრამ, ეს უფრო საყვარელია, ვიდრე ცოლი.
მესამე:
– ქალი იღრინება და ბუზღუნებს: „ნეტა შენ რატომ შეგირთე...“
– მაგრამ შეიძლება, ისინი უკვე განქორწინებულნი არიან?
მეოთხე:
– მამაკაცი იღებს ქალის ჩანთიდან ცხვირსახოცს, ცხვირს იხოცავს და უკან ტენის ჩანთაში.
– ხუთიანი!
ეს რეალური ისტორიაა. საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტში სტუდენტებს უსიტყვო ეტიუდები უნდა გაეკეთებინათ. ცხვირსახოცით ორიგინალური ეტიუდის ავტორი იყო ახალგაზრდა ანდრეი ტარკოვსკი (შემდგომში ცნობილი რუსი რეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი და მწერალი).
სიახლეები ამავე კატეგორიიდან