იუმორი

თბილისელი კონსული

№25

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 27.06

მირზა რეზა
დაკოპირებულია

მირზა რეზა ხანს თბილისში კარგი სახელი ჰქონდა გავარდნილი. ვერ ნახავდით ადამიანს, რომელიც მასზე ცუდს იტყოდა. ის მეტად კეთილშობილი, პატიოსანი და ჰუმანური კაცი ყოფილა და გაჭირვებულებსაც ხშირად ეხმარებოდა. საქართველოში კი ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე გაცილებით ადრე მოხვდა. ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა თბილისში რუსულის სასწავლებლად ჩამოვიდა. პანსიონში, სადაც მირზა ხანი ცხოვრობდა და სწავლობდა, რუსულის გაკვეთილებზე პატარა ბიჭი - ვანო ალიხანოვი დადიოდა. მას ყოველ ჯერზე კანფეტები მოჰქონდა და თავის მეგობრებს უნაწილებდა. მათ შორის, მირზასაც. ერთხელ, როდესაც მირზას კანფეტი მისცა, ერთმა გოგონამ, რომელიც ასევე, ქალბატონ სტასიულევიჩის მოსწავლე იყო და რატომღაც ანტიპათიურად იყო განწყობილი მირზას მიმართ, ვანოს უსაყვედურა: „შეიძლება თათრისთვის კანფეტების მიცემა?“

პატარა ვანო გოგონას მიუბრუნდა და უპასუხა: „როგორ არ მივცე მას კანფეტები? ოდესმე ის ელჩი გახდება და თბილისში იცხოვრებს. მერე თავის სახლში გადაიხდის შაჰის დაბადების დღეს, ფეიერვერკებს მოაწყობს და ტკბილეულით გამიმასპინძლდება“.

გავიდა 20 წელი. მირზა ხანი კვლავ დაბრუნდა თბილისში, მაგრამ ამჯერად შაჰის ბრძანებით. ის ჯერ თბილისის გენერალური საკონსულოს მდივანი იყო, მოგვიანებით კი კონსულის თანამდებობა მიენიჭა. როდესაც მან პირველად დააპირა აღენიშნა შაჰის დაბადების დღე, პატარა ვანოს სიტყვები გაახსენდა. მოაწყო ბრწყინვალე წვეულება, მსახურებს ვანო ალიხანოვი მოაძებნინა და სახლში მიიწვია. ისინი ერთად უყურებდნენ აივნიდან ფეიერვერკებს და ტკბილეულს მიირთმევდნენ. სწორედ ამ მომენტში გაუმხილა მირზამ ვანოს თავისი ვინაობა და ის სიტყვებიც გაახსენა, რომელიც სასწაულებრივად აუხდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

24-30 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული