იუმორი
თავიკაცი
№37
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 23.09

გიორგი გაბუნია ყვება: „ქუთაისში, ჩვენს უბანში 90 წელს გადაცილებული მამაკაცი გარდაიცვალა. ყველანი შევწუხდით, დავფაცურდით. თავიკაცად ერთი კაცი დანიშნეს. კაი კაცი იყო, მარა ცოტა ზედმეტის დალევა უყვარდა. გარდაცვლილი პატარა, ჩია კაცი იყო. კუბოში რომ ჩააწვინეს, თავი ძალიან ქვევით ჰქონდა და თავი რომ მაღლა აწეულიყო, ამ თავიკაცს უთხრეს: წადი, აგური მოიტანეო. თავიკაცს უკვე ზედმეტი ჰქონდა დალეული, „კარგად იყო“ და უპასუხა:
– აგური რად გინდათ, რავა კაი მკვდარი არ არიო?“
სიახლეები ამავე კატეგორიიდან