სისხლის ბანკში გაწეული აგიტაცია
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 20.11
ლევან ხაბეიშვილი იგონებს:
„ბოტკოველმა ერთ ჩემს ნაცნობ პოლიტიკოსს დაურეკა და უთხრა: ამა და ამ ჯგუფის სისხლი მჭირდება და იქნებ მიშოვოო. ეს სისხლი თავად ამ პოლიტიკოსს აღმოაჩნდა. თან საარჩევნო კამპანია იყო და იფიქრა 2 კურდღელს ერთად დავიჭერო. მივიდა სისხლის ჩასაბარებლად. რა თქმა უნდა, იცნეს. დაეხვივნენ და ჰკითხეს: მაქსიმუმ, რამდენს გაიღებთო. ჯანმრთელ ადამიანს რამდენსაც ამოუღებენ, იმდე-ნიო, მაქსიმუმი ამომიღეთო, დაუდგეს წვეთოვანი. ის თან სისხლს იძლევა, თან წინასაარჩევნო აგიტაციას ეწევა. ამ ამბავშია და უცებ თვალები არ გადაატრიალა? ცუდად გახდა. ერთი სიტყვით, რაც გაიღო, იმაზე მეტი სისხლი იქით დასჭირადა. ერთი კვირა იწვა კლინიკაში. ის კაცი კი, ვისთვისაც სისხლს აბარებდა, მასზე ადრე გამოჯანმრთელდა“.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





