იუმორი

შუა საუკუნეების უცნაური ჩვეულებები

№12

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 30.03

„თბილისელების“ იუმორი
დაკოპირებულია

კოლუმბის ამერიკულმა ექსპედიციამ 1492 წელს ევროპაში მოულოდნელი „საჩუქარი“ მიიტანა – სიფილისი. რამდენიმე წლის შემდეგ ეს ავადმყოფობა ევროპის თითქმის ყველა სახელმწიფოში გავრცელდა. მიიღეს ზომები, რათა მოეგონებინათ დამცავი საშუალებები, მაგრამ პრეზერვატივის გამოყენებამდე იძულებული იყვნენ, დაეცადათ, მინიმუმ, რამდენიმე საუკუნე – პირველი ასეთი საშუალების წარმოების ოფიციალური თარიღი მეჩვიდმეტე საუკუნეს მიეწერება. ყველაზე ძველი საშუალებები, რომლებიც არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოაჩინეს, დამზადებული იყო თხელი ტყავის ან ცხოველთა ნაწლავებისგან. დადლის ციხესიმაგრის სანაგვე ორმოს გათხრამ ნათელი გახადა, რომ მსგავს ნაკეთობას მეთვრამეტე საუკუნის შუა წლებში მეფის დაცვის ჯარისკაცები ატარებდნენ ვენერიული დაავადებების პროფილაქტიკისათვის.

* * *

არასასურველი დაორსულებისაგან დასაცავად ქალები მიმართავდნენ „ჩასახვის საწინააღმდეგო ბლოკებს“ – ღრუბლებს, რომლებიც საშვილოსნოს შესასვლელში იდგმებოდა. ანტიკურ ეპოქაში და მოგვიანებით, შუა საუკუნეებში, ექიმები „ვნების მკვლელ“ საშუალებებს ავრცელებდნენ – ეს ჯერ კიდევ არისტოტელეს აქვს აღწერილი. უსასრულო მშობიარობით გადაღლილი ქალები ქმრებს საჭმელში უყრიდნენ, ამ საშუალებებს, იმის იმედით, რომ დაეთრგუნათ მათი გზნება. ასეთი საშუალებები იყო, ლენცოფა, ბაღის შროშანი, ქაფური, სალათისა და პრასის თესლი, ტეგანი.

* * *

იატაკქვეშა აბორტები ყოველთვის ტარდებოდა – მათ შორის ქალის ხელებით. არსებითად ნებისმიერი წვეტიანი საგნის გამოყენება იყო შესაძლებელი: საქსოვი ჩხირი ან თითისტარი. ქალები ბავშვის მოშორებას, ასევე, ცდილობდნენ შხამიანი სასმლის მიღებით, მაგალითად, იოდით, გლიცერინით ან ვერცხლისწყლით. რასაკვირველია, ასეთი პროცედურები სავალალო იყო – როგორც ნაყოფისთვის, ასევე, ქალისთვისაც.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული