იუმორი

შეშინებული გლეხი

№10

ავტორი: ნიკა ლაშაური 23:00 16.03, 2021 წელი

მსახიობი გურამ
ფირცხალავა
დაკოპირებულია

მსახიობი გურამ ფირცხალავა იხსენებდა:

„ზაფხულია და ერთ ჩემს მეგობართან, ქარელის რაიონში ვარ სტუმრად. მასპინძლის ვაჟი, კახაბერი, ბათუმში, ზღვაზე ისვენებდა და მამამისი (ჩემი მეგობარი) გოდერძი ყოველდღე ურეკავდა. მობილური ტელეფონები „ახალი ხილია“ და ყველგან არ იჭერს. გოდერძიც, შვილს რომ დალაპარაკებოდა, შემაღლებულ ადგილზე ადიოდა, სადაც სასაფლაო მდებარეობდა. ერთ საღამოს გოდერძის შებინდებისას მოუწია შვილთან საუბარი. ამ დროს კი სათიბიდან მისი თანასოფლელი კახაბერი მოკლე გზით ბრუნდებოდა და ამიტომ სასაფლაო უნდა გადაევლო. მოდის კახაბერი და უცბად სასაფლაოს სიღრმიდან შვილთან მოლაპარაკე გოდერძის სიტყვები ესმის:

– როგორ ხარ, კახაბერ?

სათიბიდან მომავალი კახაბერი ადგილზე გაქვავდა და ენა ჩაუვარდა. ისევ გაიგონა:

– ხომ არ გაგიტკბა მანდ ყოფნა. ჩამოდი, დედაშენი გელოდებაო...

მთიბავ კახაბერს დედა გარდაცვლილი ჰყავდა. იფიქრა, მკვდრები მიხმობენო და იმ 70 წლის კაცმა ისე გაქუსლა სასაფლაოდან, რომ არც ცელ-ნამგალი ახსოვდა და არც თავისი ასაკი.

მართალია, შემდეგ ყველაფერი გაირკვა, მაგრამ კახაბერს დღისითაც კი არ გაუხედავს სასაფლაოსკენ და სათიბიდანაც ყოველთვის გრძელი გზით ბრუნდებოდა“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

2-8 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა