შედარება როგორც ასეთი...
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 31.12, 2025 წელი
მომღერალი თამთა ყიფიანი ყვება:
მამაჩემმა სახლში რემონტის გასაკეთებლად ზესტაფონში ზოვრეთელი ხის ხელოსანი, ანდრია ბრეგვაძე ჩამოიყვანა. ეს კაცი მუშაობის დროს მღეროდა. ერთხელ მამა შეესწრო მის სიმღერას და უთხრა: შენ ანდრია ბალანჩივაძე ყოფილხარო. იმ კაცს ეწყინა და ხმას აღარ იღებდა. დედამ მამას ჰკითხა: ისეთი რა უთხარი, რომ დაამუნჯეო. მამამ ხელოსანს ჰკითხა და ანდრიამ წყენის მიზეზიც დაუსახელა. მამას გაუკვირდა, დიდებულ კაცს შეგადარეო და ამის მერე ყველას, ვინც არ მოეწონებოდა, ბალანჩივაძეს უწოდებდა. ერთხელ მთელი ოჯახი ავტობუსით ვმგზავრობდით. მე წინ ვიჯექი, იქვე იყო დედაც. ერთ-ერთ გაჩერებაზე კაცი ამოვიდა. ის ფეხზე წესიერად ვერ იდგა და ხან ჩემკენ გადმოიხრებოდა, ხან დედასკენ. მამა თავზე გვადგას და ხან დედას ააცილებდა მას, ხან მე. ბოლოს კი ჩაილაპარაკა - ბალანჩივაძეაო. იმ კაცმა გაიგონა და მამას უთხრა: ჩემი გვარი საიდან იცით, ბატონოო. მამამ კი უპასუხა, – შეგიცანიო.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




